Belive

63 წლის შემდეგ -  ინგლისის ნაკრებმა მიღწევა გაიმეორა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრებს არსებობის ისტორიაში მეორე ყველაზე შედეგიანი წელიწადი გამოუვიდა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, გარეთ საუთგეიტის გუნდმა კოსოვოს (4:0) მოუგო, რის მერეც "სამ ლომს" 2019 წელს გატანილი 38 გოლი მოუგროვდა. ინგლისის ნაკრებს ასეთი შედეგიანი წელიწადი 1966 წელს ჰქონდა, მაშინ ბრიტანელებმა დღემდე ერათადერთი მსოფლიო ჩემპიონობა მოიგეს და 38 გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა მაშინ გუნდმა 17 შეხვედრა გამართა, წელს კი მხოლოდ 10. აბსოლუტური რეკორდი ინგლისს 1908 წელს, ჰქონდა, მაშინ გუნდმა 39 გოლი გაიტანა. ინგლისმა ევროშესარჩევში, 24 შესაძლოდან 21 ქულა აიღო და 2020 წელს გასამართი ტურნირის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები