Belive

მურთაზ დაუშვილი: "ნაკრები პირველ ადგილზეა, ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება!"

4 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
ქართველების "ანორთოსისი" კვიპროსის მოქმედ ჩემპიონ "აპოელთან" სეზონის მეორე მატჩშიც არ დამარცხებულა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი 18 ტურის შემდეგ 40 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს, თასის მეოთხედფინალშიც იმყოფება და ნიქოზიური კლუბის 7-წლიანი ჰეგემონიის დამხობასთანაც ახლოსაა. ამ ყველაფრის შემოქმედნი საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელთან ერთად მეტწილად მისი თანამემამულე ფეხბურთელები არიან. გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა და ახლა უკვე ჯანო ანანიძე ფამაგუსტური კლუბის ბირთვს შეადგენენ. კვიპროსში ჩამოყალიბებული ქართული გუნდის, წარმატებული სეზონის, მოახლოებული ისტორიული სანაკრებო მატჩისა და სხვა დეტალების შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში მურთაზ დაუშვილმა ისაუბრა. გარკვეული პერიოდი უკლუბოდ იყავი, მერე კი ფეხბურთს დაუბრუნდი. სეზონის წინ, "ანორთოსისის" გარდა კარიერის სხვაგან გაგრძელების ვარიანტიც თუ გქონდა?  დიახ, იყო დრო როცა უკლუბოდ ვიყავი, შემდეგ უნგრეთში დავბრუნდი, მაგრამ ჩემი გუნდი უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა, ამას თან ფინანსური პრობლემებიც დაერთო და "ჰალადასის" დატოვება მომიწია. ინდივიდუალურად კარგი სეზონი მქონდა და რამდენიმე გუნდს ჩემი დამატების სურვილი გაუჩნდა, თუმცა "ანორთოსისი" ვარჩიე. ცხადია, თემურ ქეცბაიას ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
მურთაზ დაუშვილი-ის სურათის შედეგი
გუნდში 6 ქართველია, მათ შორის მთავარი მწვრთნელიც. ასეთ გარემოში თავს ალბათ სამშობლოში გრძნობ.  აქ მართლაც შესანიშნავი ატმოსფეროა. ჩვენ წლებია ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ და გახარებული და ამაყი ვარ, რომ ერთ გუნდში თამაში გვიწევს. ერთიანობას შედეგიც მოაქვს, ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და ამისკენ ერთსულოვნად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ. "ანორთოსისს" 12 წელიწადია ტიტული არ მოუგია, ევროტურნირებზე კი ბოლოს 2012 წელს ითამაშა (გორის "დილასთან" დამარცხდა), წელს კი ორი ტიტულის მოგების მშვენიერი შანსი აქვს. როგორ შეაფასებ მიმდინარე სეზონს?  წინა წლებისგან განსხვავებით, ამ სეზონში "ანორთოსისი" ყველა მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. გუნდის თითოეული ფეხბურთელი მოედანზე მოსაგებად გადის, რაც ძალიან მახარებს. ყველას მიზანი ჩემპიონობა და თასის მოგებაა, ამისთვის ბევრს ვშრომობთ და ვცდილობთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღოთ.
No description available.
თემურ ქეცბაიასთან როგორც კლუბში, ისე ნაკრებში გიმუშავია, როგორია მისი სამწვრთნელო მეთოდები? თემური თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ითხოვს. მასთან მუშაობისას, უყურადღებობა, მოდუნება და უკონცენტრაციობა გამორიცხულია. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისციპლინა, რაც სპორტში ერთ-ერთი უმთავრესია. ის გვთხოვს, რომ თამაშისას დისციპლინა რამდენადაც შესაძლებელია მეტად დავიცვათ, ეს ყველაფერი კი შედეგზე ნათლად აისახება.
No description available.
ბოლო მატჩი მოქმედ ჩემპიონთან გამართეთ, რომელთანაც სეზონის არცერთი შეხვედრა დაგითმიათ. "აპოელის" მოედნიდან ქულის წამოღება რთული ამოცანა იქნებოდა. "აპოელთან" ბოლო შეხვედრა ორი ნამდვილად საჩემპიონო გუნდის უკიდურესად დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება გამოდგა. რამდენიმე კომპონენტში მეტოქეზე მაღლა ვიდექით, გვქონდა უპირატესობა და თუ ამას მსაჯის მხრიდან ორჯერ 100%-იანი პენალტის  არ დანიშვნას დავამატებთ, 3 ქულის წამოღებას ნამდვილად ვიმსხურებდით. "აპოელთან" შეხვედრაში გიორგი ლორია დაშავდა. როგორია ამჟამად მისი მდგომარეობა?  დიახ, მოწინააღმდეგის უხეში თამაშის გამო, მან ცხვირი გაიტეხა. გიორგის მოედნიდან გასვლა მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებდა, თუმცა ლორიამ თამაში ბოლომდე ჩაამთავრა და ამისთვის მას დიდი მადლობა. ამჟამად, გიორგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და რამდენიმე დღეში მისი დაზიანების ზუსტი სიმძიმე ცნობილი იქნება.
No description available.
კვიპროსში ქართველების მიმართ ქომაგებს როგორი დამოკიდებულება აქვთ? აქ გულშემატკივრებისგან ძალიან დიდ სიყვარულს, სითბოს და პატივისცემას ვგძრნობთ, რისთვისაც ყველა ჩვენგანი მათი ძალიან მადლიერი ვართ. ჩვენს წარმატებაში გულშემატკივარი დიდ როლს ასრულებს.
No description available.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელები გესტუმრნენ. რაზე ისაუბრეთ, როგორია ვლადიმირ ვაისის განწყობა და მოლოდინი ერთა ლიგისთვის? ცოტა ხნის წინ, ვლადიმირი და მისი ასისტენტი ბორისი ჩამოვიდნენ. ვისაუბრეთ მარტის მოახლოებულ შეხვედრებზე და იმაზე, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ჩვენგანს. თითოეული ფეხბურთელი აცნობიერებს ამ მატჩების ისტორიულ სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები იძულებით, ტრავმის გამო არ გამოგვაკლდნენ და ერთა ლიგის დასკვნით პერიოდში ყველა შესანიშნავ ფორმაში იყოს. იანვარში ქართულ ლეგიონს კვიპროსში კიდევ ერთი წევრი შეუერთდა - ჯანო ანანიძე... ჯანოს გადმოსვლა ჩვენთვის, ქართველებისთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ის ძალიან ჭკვიანი და ძლიერი ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერიც "ანორთოსისს" უფრო გააძლიერებს. "აპოელთან" შეხვედრა გადადებული იყო და ამიტომ მას აქ თამაშის უფლება არ ჰქონდა, თუმცა შემდეგ ტურებში ჩვენთან ერთად იქნება. რამდენიმე ტურია თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია, როგორია ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ოქრის კუნთი აწუხებდა, თუმცა ვარჯიში უკვე სრულფასოვნად განაახლა და იმედია, მალე მოედანზე გასვლასაც შეძლებს. ის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი მოედანზე ყოფნა თამაშს უფრო მეტ ხიბლსა და სანახაობას აძლევს.
No description available.
მარტში საქართველოს ნაკრებს ისტორიული, უნიკალური შანსი აქვს. როგორია მოლოდინი, მზადების პროცესი და რას იტყვი ჩვენი პირველი მეტოქის, ბელარუსის ნაკრების შესახებ? საქართველოს ნაკრები ყველა ჩვენთაგანისთვის პირველ ადგილზეა. ეს არის არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ მთლიანად ქვეყნის უნიკალური შანსი. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ეს შანსი უნდა გამოიყენოს, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება კი არ შეიძლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართველი ქომაგის ამდენი წლის ოცნება ავასრულოთ და დიდი გამარჯვება ვიზეიმოთ. ამ კონკრეტული მატჩისთვის პირველ რიგში ფსიქოლოგიურად და შემდეგ ფიზიკურად უნდა მოვემზადოთ. ბელარუსის ნაკრები კარგი ფიზმომზადებით და მაღალი სათამაშო დისციპლინით გამოირჩევა. რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ერთა ლიგაზე გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ.

სხვა სტატიები