Belive

67-მილიონიანი ტრანსფერი - ლივერპულმა ლუის დიასი გაიფორმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პორტუს'' შემტევი, ლუის დიასი კარიერას ,,ლივერპულში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ინგლისური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ,,მერსისაიდელებმა'' 25 წლის კოლუმბიელის სანაცვლოდ 67 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა პორტუგალიელები თავდაპირველად 111 მილიონს ითხოვდნენ. მხარეებს შორის დღეს 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გარიგების დასრულება შევძელით. იანვარში მოთამაშეების შეძენის მომხრე ყოველთვის ვიყავი. ლუისი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც დიდი ხანია ვაკვირდებოდით. ვფიქრობ, მას აქვს ყველა თვისება იმისთვის, რომ ჩვენს ფილოსოფიასა და ინგლისურ ფეხბურთს შეეგუოს. დიასს წარმატება სწყურია და იცის, რომ მიზნების მისაღწევად ბრძოლაა საჭირო,'' - განაცხადა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა.
მიმდინარე სეზონში ლუის დიასის ანგარიშზე ,,პორტუს'' მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 16 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები