Belive

ხანგრძლივი წაუგებელი სერიები პრემიერლიგის ყველა სეზონში 

4 წლის წინ ფეხბურთი
9 წთ
იურგენ კლოპის "ლივერპული" შესანიშნავ ფორმაშია. "წითლების" მიერ მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე თამაშითა და შედეგიანობით ფეხბურთის ობიექტური გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არიან. მერსისაიდელებმა საწყისი 25-დან 24 მატჩი მოიგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს. "ლივერპულს" "არსენალის" რეკორდის გამეორებამდე 13 მატჩი აქვს დარჩენილი და ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერის შექმნა შეუძლია. ვიდრე კლოპი და ბიჭები ნანატრ ტიტულს დაეუფლებიან, შეგვიძლია 1992 წლის შემდეგ, გუნდების მიერ სეზონის საუკეთესო დასაწყისებს გადავხედოთ.

1992/93 "იფსვიჩი" (8 მატჩი)

"ოლდჰემ ატლეტიკთან" 2:4 მარცხამდე, "იპსვიჩმა" 4 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. საბოლოოდ, "ტრაქტორისტებმა" სეზონი 52 ქულით და მე-16 ადგილით დაასრულეს.
No description available.

1993/94 "ქოვენთრი სითი" (8 მატჩი) 

90-იანი წლების შუაში, „ქოვენთრის“ გამორჩეული შემადგენლობა ჰყავდა. საწყის 8 ტურში 3 მოგებისა და 5 ფრის შემდეგ, 25 სექტემბერს, ისინი „ლიდსთან“ 0:2 დამარცხდნენ. საბოლოოდ, გუნდმა 56 ქულას მოუყარა თავი და სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა.
No description available.

1994/95 „ნოტინგემ ფორესტი“ და „ნიუკასლი“

„მეტყევეებმა“ 8 მატჩი მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს, მაშინ როცა „კაჭკაჭებმა“ მათზე ორით მეტჯერ იმარჯვეს და ქულა მხოლოდ 2-ჯერ დაკარგეს. „ნოტინგემი“ 11 ქულით მესამე, ხოლო „ნიუკასლი“ 72-ით მეექვსე პოზიციაზე გავიდა.
No description available.

1995/96 – „ნოტინგემი“ (12 მატჩი)

ნოტინგემმა“ წინა სეზონის შთამბეჭდავი სტარტი მომდევნო გათამაშებაში გააუმჯობესა. ეს მანამდე, ვიდრე 18 ნოემბერს, „ბლექბერნთან“ (0:7) განადგურდებოდა. უახლოესი კვირების განმავლობაში მათი სათამაშო ფორმა გაუარესდა და საბოლოოდ, გუნდმა მეცხრე ადგილი დაიკავა (58 ქულა).
No description available.
1996/97 „მანჩესტერ იუნაიტედი“ (9 მატჩი) „წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე დაბალქულიან ჩემპიონობამდე მისასვლელ გზაზე საწყისი 9 შეხვედრიდან 5 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა, ვიდრე მიჯრით სამ მატჩს წააგებდა, შესაბამისად, „ნიუკასლთან“ (0:5) „საუტჰემტპონთან“ (3:6) და „ჩელსისთან“ (1:2).
No description available.

1997/98 – „არსენალი“ (12 მატჩი)

მეთოფეებმა“ ამ სეზონში „მანჩესტერს“ ტიტული 1 ქულის უპირატესობით აართვეს, სეზონი კი 12-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიწყეს, ვიდრე „დერბისგან“ სამ უპასუხო გოლს გაუშვებდნენ.
No description available.

1998/99 – „ასტონ ვილა“ (12 მატჩი)

12-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 21 ნოემბერს, „ლივერპულთან“ დასრულდა. სეზონის ბოლოს, „ატონ ვილამ“ 55 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ „იუნაიტედს“ 24-ით ჩამორჩა.
No description available.

1999/00 – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (9 მატჩი)

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა პრემიერლიგაში სეზონი 9-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიწყო და საბოლოოდ გათამაშება იმ დროისთვის სარეკორდო 91 ქულით დაასრულა. პირველი მარცხი მათ 3 ოქტომბერს, „სტემფორდ ბრიჯზე“, „ჩელსისთან“ 0:5 იწვნიეს.
No description available.

2000/01 – „ლესტერი“ (8 მატჩი)

„მელიებს“ სასწაულამდე ჯერ კიდევ 16 წელიწადი აშორებდათ, თუმცა სეზონის პირველი 8 მატჩი მაინც არ წააგეს. მათი საბოლოო შედეგი 48 ქულა და მე-13 ადგილი იყო.
No description available.

2001/02 – „ლიდს იუნაიტედი“ (11 მატჩი)

ამ პერიოდში, „ლიდსს“ არამხოლოდ ინგლისში, „ევროპაშიც“ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეეძლოთ. საწყისი 11 შეხვედრიდან მათ 6 გამარჯვებით დაასრულეს, პირველად კი მე-12 ტურში, „სანდერლენდთან“ 0:2 დამარცხდნენ. სეზონის ბოლოს, ცხრილში მათ გასწვრივ 66 ქულა ეწერა.
No description available.

2002/03 – „ლივერპული“ (12 მატჩი)

სქაუზერებისთვის“ ეს მორიგი აუხდენელი ოცნების დასაწყისი იყო. მათმა საყვარელმა გუნდმა 12-დან 9 მატჩში იმარჯვა, მაგრამ სეზონი 64 ქულით და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დაასრულეს.
No description available.

2003/04 „არსენალი“ (38 მატჩი)

რეკორდსმენმა „არსენალმა“ სეზონი წაუგებლად დაასრულა. არსენ ვენგერის „ოქროს ჩემპიონებმა“ 26 მატჩი მოიგეს და 12 ფრედ დაასრულეს. საერთო ჯამში მათი მონაგარი 90 ქულა იყო.
No description available.

2004/05 – „არსენალი“ (9 მატჩი)

„არსენალმა“ წაუგებელი სერიის შენარჩუნება ჩემპიონობის მერეც მოახერხა და საბოლოოდ, 50-ე მატჩში „ოლდ ტრაფორდზე“ დაეცა (0:2). მოქმედმა ჩემპიონმა მომდევნო სეზონში ჟოზე მოურინიოს „ჩელსისთან“ 12-ქულიანი განსხვავებით მეორე ადგილი დაიკავა.
No description available.

2005/06 – „ჩელსი“ (11 მატჩი)

„განსაკუთრებულის“ გუნდმა ტიტული ზედიზედ, 91 ქულით მოიგო, მანამდე კი საწყისი 10 შეხვედრა მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. პირველად „არისტოკრატებმა“ 6 ნოემბერს, „მანჩესტერთან“ წააგეს.
No description available.

2006/07 „ასტონ ვილა“ (9 მატჩი)

მართალია, „ასტონ ვილამ“ 6 შეხვედრა ფრედ დაასრულა, თუმცა საწყის შვიდ მატჩში არ დამარცხებულა. მარტინ ონილის გუნდის საბოლოო შედეგი სეზონში 50 ქულა და მე-11 ადგილი იყო.
No description available.

2007/08 – „არსენალი“ (15 მატჩი)

„არსენალმა“ სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო. „ბირმინგემთან“ 2:2 დასრულებულ მატჩამდე, „მეთოფეები“ ტიტულის მოპოვების მთავარ კანდიდატებადაც განიხილებოდნენ. მიუხედავად ამისა, გუნდი „ჩელსის“ და „იუნაიტედს“ ჩამორჩა და მესამე ადგილი დაისაკუთრა.
No description available.

2008/09 –„ლივერპული“ (10 მატჩი)

„ლივერპულის“ მიერ დაკარგული კიდევ ერთი საჩემპიონო შანსი სწორედ 2009/10 წლების სეზონს უკავშირდება. გუნდმა, რომელმაც პირველად 1 ნოემბერს, „ტოტენჰემთან“ (1:2) წააგო, საჩემპიონო შანსი „მანჩესტერზე“ 4 ქულით ნაკლების დაგროვების გამო დაკარგა.
No description available.

2009/10 – „ჩელსი“ (6 მატჩი)

„ჩელსის“ 2009/10 წლების სეზონის დიდებული სტარტი „უიგანთან“ 26 სექტემბერს მარცხით შეწყდა. თუმცა, ამას „ლურჯების“ მოტივაციაზე დიდად არ უმოქმედია, მათ „მანჩესტერს“ მინიმალური უპირატესობით აჯობეს და ტიტული მოიგეს.
No description available.

2010/11 – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (24 მატჩი)

ფერგის ბიჭებმა საწყისი 24-დან 15 შეხვედრა მოიგეს და არცერთი წაუგიათ, მანამ, სანამ 5 თებერვალს „ვულვზს“ არ გადაეყარნენ. „წითელმა ეშმაკებმა“ სეზონის ბოლოს ხელი ტიტულით დაიმშვენეს, ცხრილში კი მეორეადგილოსან „ჩელსის“ 9 ქულით გაასწრეს.
No description available.

2011/12 – „მანჩესტერ სიტი“ (14 მატჩი)

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ჩემპიონობის შემოქმედებმა სეზონი უძლიერესად დაიწყეს. საწყისი 14 ტურის განმავლობაში მათ ერთბაშად 3 ქულა არ დაუკარგავთ და ამ პერიოდში დერბიში 6:1 იმარჯვეს. პირველად რობერტო მაჩინის შეგირდებმა 12 დეკემბერს, „ჩელსისთან“, „სტემფორდ ბრიჯზე“ 1:2 წააგეს.
No description available.

2012/13 – „მანჩესტერ სიტი“ (15 მატჩი)

მოქმედმა ჩემპიონმა წინა სეზონზე უკეთესი სტარტი აკრიფა, თუმცა სერ ალექსმა ტიტული არავის დაუთმო. მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა სეზონში პირველად დერბიში, 2:3 წააგო - ჰეთ-თრიკი რობინ ვან პერსიმ გააფორმა.
No description available.

2013/14 – „ევერტონი“ (6 მატჩი)

დევიდ მოიესის მრავალწლიანი ეპოქის დასრულების მიუხედავად, „კანფეტებმა“ რობერტო მარტინესთან ერთად სეზონი კარგად დაიწყეს და 17 ტურში მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდათ. საბოლოოდ, ლივერპულელები 72 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდნენ.
No description available.

2014/15 – „ჩელსი“ (14 მატჩი)

პრემიერლიგაში დაბრუნებულმა ჟოზე მოურინიომ მესამე ლიგის ტიტული 87 ქულით მოიგო, მანამდე კი საწყისი 14 შეხვედრიდან 11-ში იმარჯვა და 3-ჯერ ფრეს დასჯერდა.
No description available.

2015/16 – „ლესტერი“ (6 მატჩი)

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის შემოქმედმა გუნდმა სეზონი 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიწყო და პირველად 26 სექტემბერს, „არსენალთან“ 2:5 დამარცხდა. კლაუდიო რანიერის გუნდმა ტიტული 10-ქულიანი უპირატესობით მოიგო.
No description available.

2016/17 – „ტოტენჰემი“ (12 მატჩი)

მაურიციო პოჩეტინოს გუნდს 2016/17 წლის სეზონში მშვენიერი დასაწყისი ჰქონდა. „ტოტენჰემი“ პირველად 26 ნოემბერს, დერბიში, „ჩელსისთან“ დამარცხდა. „დეზებმა“ 86 ქულით და პირად ისტორიაში საუკეთესო შედეგით, მეორე ადგილი დაიკავა.
No description available.

2017/18 – „მანჩესტერ სიტი“ (22 მატჩი)

პრემიერლიგის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა საწყისი 22 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა, ვიდრე იურგენ კლოპის მფრინავ „ლივერპულთან“ შვიდგოლიან თრილერში არ დამარცხდა (3:4). საბოლოოდ, პეპ გვარდიოლას გუნდმა ტიტული სარეკორდო 100 ქულით და გატანილი გოლების რაოდენობით დაასრულა.
No description available.

2018/19 - „ლივერპული“ (20 მატჩი)

წინა სეზონის მტკივნეული ნატყვიარის გამო, „ქალაქელებმა“ მერსაიდელებს რევანში აუღეს და 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტეს. ეს ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. „სიტიმ“ 98, ხოლო „ლივერპულმა“ ერთით ნაკლები ქულა დააგროვა.
No description available.

2019/20 „ლივერპული“ (25 მატჩი)

პროცესი კვლავაც გრძელდება, ისტორიაში პირველ ჩემპიონობასთან მიახლოებულ გუნდს არაერთი რეკორდის დამყარების შანსი აქვს.
No description available.

სხვა სტატიები