Belive

ბარსას გარეშე: მესიმ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები დაასახელა  

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" შანსებსა და მთავარ ფავორიტებზე ისაუბრა. "ყველა გუნდი ძლიერი შემადგენლობითაა დაკომპლექტებული და მათთან თამაში რთული იქნება. "პსჟ" ჩავიდა "დორტმუნდში" და დამარცხდა, იგივე დაემართა "ლივერპულს" მადრიდში, არადა ეს ორი კლუბი "იუვენტუსთან" და "რეალთან" ერთად ტურნირის მთავარი ფავორიტია. ასევე, გასათვალისწინებელია "ატლეტიკოს" ძალებიც. წილისყრას თანაგუნდელები ერთად ვუყურებდით გასახდელში და შევთანხმდით, რომ მათ მიმდინარე სეზონში რეალური შანსები აქვთ. ეს გუნდი ორმატჩიან დაპირისპირებებში ძალიან ძლიერია. მათ ეს მოქმედ ჩემპიონთან გამარჯვებით კიდევ ერთხელ აჩვენეს",-თქვა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა. 6 ოქროს ბურთის მომგებმა ფეხბურთელმა თავის გუნდში არსებულ არეულობაზეც ისაუბრა: "მესმის იმ ხალხის, რომელიც ნერვიულობს, რადგან გუნდი მართლაც არ აჩვენებს სტაბილურად ძლიერ ფეხბურთს. ლიგაში წარმატების მიღწევა ძალიან რთულდება. ჩვენ არათანმიმდევრულები ვართ, ისევე როგორც მადრიდელები. ორივე გუნდმა ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ. ცხადია, ჩემპიონთა ლიგაში უნდა მოვუმატოთ და გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ მხოლოდ ამ ტურნირის მოგებაც კი საკმარისი არ იქნება. იანვრის შემდეგ პრობლემას პრობლემა მოჰყვება. ამ გარემოში მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, სიმშვიდის შენარჩუნება და ფეხბურთზე ფიქრია".

სხვა სტატიები