Belive

პრევიუ: რეალი-მანჩესტერ სიტი 

4 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
დრო: 26 თებერვალი, ოთხშაბათი, 23:59 საათი სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ (მადრიდი, ესპანეთი) მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალიელი, 44 წლის) თანამედროვე ფეხბურთის და არამხოლოდ ორი გამორჩეული მწვრთნელის, ორი განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიის მქონე სპეციალისტის გზები ისტორიაში პირველად "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაიკვეთება.

სატურნირო მდგომარეობა

მერვედფინალის კარი გუნდებმა მას მერე შეაღეს, რაც სრულად განსხვავებული გზა გაიარეს. ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა გამოსვლა A ჯგუფში დაიწყო, სადაც მთავარ მეტოქედ "პარი სენ-ჟერმენი" ჰყავდა და ფრანგული გრანდის დაჯაბნა ვერ მოახერხა. "სამეფო კლუბი" ერთხელ დამარცხდა, გამარჯვება მხოლოდ 3-ჯერ იზეიმა, ჯამში 11 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. ზინედინ ზიდანის შეგირდებმა 14 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში 8 მიიღეს. "ქალაქელებმა" C ჯგუფი წაუგებლად და 14 ქულით დაასრულეს, თუმცა მომავალი მეტოქისგან განსხვავებით ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მეტოქედ არ ჰყოლია. გვარდიოლას გუნდმა "ატალანტას", "შახტარს" და "დინამო ზაგრებს" ჯამში 16 გოლი გაუტანა, თავად კი მხოლოდ 4 გაუშვა.

სათამაშო ფორმა

ამ შეხვედრის მასპინძლებს ბოლო რამდენიმე კვირა ჩაუვარდათ. 21-მატჩიანი წაუგებელი სერია "რეალმა" კოპა დელ რეიზე მარცხით შეწყვიტა, ბოლო 4 შეხვედრიდან კი მხოლოდ ერთი მოიგო. ბოლო მატჩი გუნდმა ლა ლიგაში, "ლევანტესთან" ჩაატარა და 1 უპასუხო გოლის გაშვების შემდეგ ლიდერობა დაკარგა. საშინაო არენაზე "რეალმა" ბოლო 6-დან ძირითად დროში მხოლოდ 2 მატჩი მოიგო. "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ისეთი მოტივაცია აქვს, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია. პეპ გვარდიოლას პრემიერლიგის ზედიზედ მესამედ მოგების პრაქტიკული შანსი დაკარგული აქვს, მიჯრით სამ სეზონში მეოთხედფინალში გამოვარდნის მერე კი, მორიგ წარუმატებლობას ესპანელ სპეციალისტს ალბათ აღარ აპატიებენ. თუ უეფამ გადაწყვეტილება არ შეცვალა, "სიტი" ჩემპიონთა ლიგას შემდეგი 2 სეზონის განმავლობაში ვერ მოიგებს, ასე რომ, 13 ტიტულის მფლობელის ბარიერის გადალახვა ინგლისის მოქმედი ჩემპიონის მთავარი მიზანია. მიუხედავად იმისა, რომ "სიტიმ" პრემიერლიგის მოგებაზე ხელი თითქის ბოლომე ჩაიქნია, ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ "ლესტერს" მინიმალური სხვაობით აჯობა (1:0). მეტოქის მოედანზე გვარდიოლას გუნდს კარგი შედეგი აქვს. ყველა ტურნირზე ბოლო 10 მატჩიდან "სიტიმ" 8 მოიგო და 2 წააგო.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს სულ 6-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 4-ჯერ კი ოფიციალურად, ჩემპიონთა ლიგაში. სტატისტიკა რეალის სასარგებლოდ - 3:1. ოფიციალურ მატჩებში "სიტის" "რეალი" არასდროს დაუმარცხებია.
real madrid vs man city 2016-ის სურათის შედეგი

ფაქტები მატჩის შესახებ

  • ზინედინ ზიდანმა მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგა პირველად მას შემდეგ მოიგო, რაც ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტის" ბარიერი დაძლია.
  • "ბლანკოსებს" ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 49 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 4 აქვს წაგებული (37 მოგება, 8 ფრე).
  • "ლოს ბლანკოსი" ორმატჩიან დაპირისპირებაში ინგლისურ კლუბს 12-ჯერ შეხვდა, საიდანაც 8-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა.
  • ჩემპიონთა ლიგაში, "რეალის" ბოლო 40 მატჩიდან 36-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.
  • ამ ტურნირის ბოლო 3 შეხვედრაში "რეალმა" სულ მცირე 2 გოლი გაიტანა.
  • "რეალს" ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 5 მატჩი არ წაუგია.
  • ბოლო 5 სეზონში, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ სამი საშინაო შეხვედრა წააგო.
  • "რეალმა" ამ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 2 საშინაო შეხვედრა ანალოგური ანგარიშით - 2:2 დაასრულა.
  • "სიტის" ტურნირზე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
  • "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგაში ფლეი-ოფში ბოლო 8 სეზონში უთამაშია, თუმცა ნახევარფინალს მხოლოდ ერთხელ მიაღწია და სწორედ "რეალთან" დამარცხდა.
  • "სიტის" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში, ესპანეთში სტუმრად ჩატარებული არცერთი მატჩი მოუგია (1 ფრე, 4 წაგება).
  • "სიტიმ" ყველა ტურნირზე ბოლო 10 მატჩიდან 6-ში სულ მცირე 4 გოლი გაიტანა.
  • "მანჩესტერ სიტის" 90 მატჩია უგოლო ფრე არ უთამაშია.
  • ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ სეზონში, "სიტის" მიერ მერვედფინალში ჩატარებულ 6 მატჩში საშუალოდ 5.17 გოლი გადიოდა.
  • ორივე გუნდის საუკეთესო ბომბარდირს მიმდინარე ტურნირზე 4 გოლი აქვს გატანილი (ქარიმ ბენზემა, გაბრიელ ჟეზუსი).
zidane against guardiola-ის სურათის შედეგი

დანაკლისი

რეალი - ვერ ითამაშებენ: ედენ აზარი, მარკო ასენსიო. მანჩესტერ სიტი: ვერ ითამაშებს: ლეროი სანე. შესაძლოა ვერ ითამაშოს: რაჰიმ სტერლინგი.

სავარაუდო შემადგენლობა

რეალი: კურტუ - მენდი, რამოსი, ვარანი, კარვახალი - კროოსი, კაზემირო, ვალვერდე, მოდრიჩი - ვინიციუსი, ბენზემა. (4-3-1-2). მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი (ფრანგი, 47 წლის). მანჩესტერ სიტი: ედერსონი - ვოკერი, ფერნანდინიო, ლაპორტი, ზნჩენკო - დე ბრუინი, როდრი, გიუნდოგანი - მაჰრზი, აგუერო, ბერნადო სილვა. (4-3-3). მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა (ესპანელი, 49 წლის).

მატჩისწინა კომენტარები

სერხიო რამოსი, მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი: "ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის განსაკუთრებული ტურნირია. ჰიმნის აჟღერებისთანავე დამატებით მოტივაციას ვგრძნობთ. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ მოვიგეთ. გვარდიოლა ფანტასტიკური მწვრთნელია, მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ მოტივირებულნი ვართ". ზინედინ ზიდანი, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი: "არის თუ არა გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში? დიახ. მან ეს ყველაფერი "ბარსელონაში", "ბაიერნსა" და "მანჩესტერ სიტიში" დაამტკიცა. მსოფლიოში ბევრი შესანიშნავი სპეციალისტია, მაგრამ პეპი გამორჩეულია. "სიტი" არაერთ კომპონენტში ძალიან ძლიერია. ამის მიუხედავად, მოედანზე ისეთ რამეს გავაკეთებთ, რაც ჩვენს მიზნებს ხაზს გაუსვამს. დავიდ სილვა, "მანჩესტერ სიტის" ნახევარცმცველი: " ძალიან მნიშვნელოვანია "რეალის" დამარცხება. ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა, რადგან ეს ტიტული არასდროს გვქონია. ცხადია, შინ თამაშ უკეთესია, მაგრამ მადრიდიდან კომფორტული ანგარიში უნდა წავიღოთ". პეპ გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი: "უნდა ვიყოთ ძლიერები, გვქონდეს ხარისხი და მტკიცედ განსაზღვრული სათამაშო სქემა. იმედია, იღბალიც ჩვენს მხარეს იქნება.

პროგნოზი

"მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უდიდესი მოტივაცია აქვს. მოტივირებულია პეპ გვარდიოლაც, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში უდიდეს კრიტიკის ატანა მოუწია. ესპანელმა უნდა დაამტკიცოს, რომ ამ ტურნირის მოგება ლიონელ მესისა და "ლა მასიას" დიდებული თაობის გარეშეც შეუძლია. თუ ტიტულის აღმართვას ვერ მოახერხებს, პეპმა "ქალაქელებში" მუშაობის მეოთხე წელიწადს სულ მცირე ნახევარფინალში მაინც უნდა ითამაშოს, ასე, რომ "სიტისგან", მადრიდში ზედმეტ სიფრთხილეს არ უნდა ველოდეთ. თავის მხრივ, ბევრი აქვს დასამტკიცებელი ზინედინ ზიდანსაც, რომელიც ერთ მდინარეში მეორედ, თანაც მთავარი ნიჩაბის გარეშე შევიდა. გოლს ორივე გუნდი გაიტანს 1.60 "მანჩესტერ სიტი" არ წააგებს 1.42 სავარაუდო ანგარიში: 2:2

სხვა სტატიები