Belive

7 ბრაზილიელი ფეხბურთელი ევროპაში, რომლებიც მალე დიდ გუნდებში ითამაშებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ცნობილმა გამოცემა "ბლიჩერმა" გამოაქვეყნა იმ 7 ბრაზილიელის სია, რომლებიც მალე დიდ გუნდებში ითამაშებენ.

7. გაბრიელ მაგალაჰესი - 22 წლის, ცენტრალური მცველი - "ლილი"

გაბრიელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცენტრალური მცველი გახლავთ. მისი ძლიერი ფეხი მარცხენაა, რაც თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ იშვიათია. ბევრ გუნდს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაცვის ცენტრში მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველი ჰყავდეს. ბრაზილიელი ფეხბურთელი 2017 წლის დასაწყისში, აგენტმა ჯულიანო ბერტოლუჩიმ აღმოაჩინა, როდესაც იგი ბრაზილიაში მოგზაურობდა. იმ პერიოდში გაბრიელი ბრაზილიურ კლუბ "ავაიში" ასპარეზობდა და მისით "პალმეირასი" და "ფლამენგო" ინტერესდებოდნენ, თუმცა გაბრილმა ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. ამჟამად ბრაზილიელი ფეხბურთელი "დინამო ზაგრებშია" იჯარის წესით არის განათხოვრებული.

6. ლუიზ ფელიპე - 23 წლის, ცენტრალური მცველი - "ლაციო"

ლუიზ ფელიპე პირველად ალესანდრო ნესტამ შეამჩნია. კარიერა ფელიპემ ბრაზილიურ კლუბ "იტუანოში" დაიწყო, სადაც თავის გამოჩენა მოახერხა. ლუიზ ფელიპე, "ლაციოში" 2016 წელს გადაბარგდა, სადაც 54 შეხვედრა გამართა და 2 გოლის გატანა მოახერხა. ამის შემდეგ, ლუიზი სერია "ბ-ს" გუნდში "სალერნიტანაში" გაანათხოვრეს, თუმცა "ლაციოში" მალევე დაბრუნდა და დღეს ძირითადი შემადგენლობის წევრია. ბრაზილიელით ისეთი კლუბები არიან დაინტერესებული, როგორებიც ა "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "იუვენტუსი", "მილანი" და "ინტერი" არიან.

5. დოდო - 21 წლის, მარჯვენა მცველი - დონეცკის "შახტარი"

დონეცკურ კლუბში, რომ მუდვმივად ირიცხებიან ბრაზილიელი ფეხბურთელები ეს ახალი არავისთვის არის. დოდო კი ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი მარჯვენა მცველი. თანამედროვე ფეხბურთში ფლანგის მცველებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მიუნხენის "ბაიერნი" ცდილობდა ბრაზილიელის შეძენას, მაგრამ საბოლოოდ პრობლემა ტრანსფერის თანხის გამო შეიქმნა და ყველაფერი დასრულდა.  დოდო დონეცკის "შახტარის" კუთვნილებაა, მაგრამ ამჟამად ბრაზილიელი ფეხბურთელი "ვიტორია გიმარაეშში" არის განათხოვრებული და მისით "რეკორდმაისტერი" კვლავ ინტერესდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

4. კარლოს ვინისიუსი - 25 წლის, თავდამსხმელი - "ბენფიკა"

"ჩვენ ვიყიდეთ 17 მილიონად ფეხბურთელი, რომელიც მომავალში 100 მილიონად გაიყიდება." - განაცხადა ბენფიკას პრეზიდენტმა საუბარია სწორედ კარლოს ვინისიუსზე. ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოირჩევა შესანიშნავი დრიბლინგითა და ბურთის ფლობით. მისი სათამაშო მანერა საკმაოდ ესთეტიურია. მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ვინისიუსით "ვულვერჰემპტონი" და "ლივერპული" ინტერესდება.

3. დიეგო კარლოსი - 27 წლის, ცენტრალური მცველი - "სევილია"

დიეგო კარლოსი "სევილიამ" "ნანტიდან" 2019 წელს შეიძინა და უმალვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა. დიეგო გამორჩეულია ფიზიკური სიმძლავრით, თამაშის იდეალური კითხვით და სისწრაფით. კარლოსმა მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო 21 შეხვედრის ჩატარება, სადაც 2 გოლით დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი. ბრაზილიელი ფეხბურთელით ინტერესდებიან, მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი" და "ნაპოლი."

2. ალექს ტელეში - 27 წლის, მარცხენა მცველი - "პორტო"

ტელეში 2016 წლიდან "პორტოს" ღირსებას იცავს. მრავალი წელია მის გარშემო არაერთი კლუბის სახელი ასოცირდება.  პორტუგალიაში ალქსს, "საგოლე გადაცემების მეფე" შეარქვეს.  მიმდინარე წლის ჩემპიონთა ლიგაზე, "პორტო" ჯგუფში ჩარჩა და ამით უდიდესი ფინანსური სარგებელი დაკარგა. შესაძლოა პორტუგალიელებს ტელეშის გაყიდვა მოუწიოთ, რადგან თავიდან აიცილიონ ფინანსური კრიზისი. ბრაზილიელი ფეხბურთელით "ჩელსი", "იუვენტუსი", "პსჟ" და "ბარსელონა" ინტერესდება.

1. ტეტე - 20 წლის, გარემარბი - დონეცკის "შახტარი"

კიდევ ერთი ფეხბურთელი "შახტარიდან".  ტეტეს აგენტი ფრენკ ჰენუდა გახლავთ. უკანასკნელ წლებში ფრენკი, ვილიანის, ფერნანდინიოსა და ფრედის აგენტიც იყო. ყველამ კარგად იცის თუ რა წარმატებას მიაღწიეს მისმა ფეხბურთელებმა. ტეტეს ძლიერი ფეხი მარცხენა გახლავთ და იგი ბურთთან საოცარ ჰარმონიაშია. ბრაზილიელს შესანიშნავი დრიბლინგი აქვს.  ნოემბერში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ეტიჰადზე" "მანჩესტერ სიტი" და დონეცკის "შახტარი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ტეტე გახდა.  ხსენებულ შეხვედრაში ბრაზილიელის თავდაჯერებულობა მართლაც თვალსაჩინო იყო. ტეტეთი "რომა" და "მილანი" ინტერესდებიან. დონეცკელთა მესვეურები, ბრაზილიელ ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს ითხოვენ. ისინი თვლიან, რომ ტეტეს შეუძლია მსოფლიო დონის გარემარბი გახდეს.

სხვა სტატიები