Belive

70 მილიონად შეძენილ ფეხბურთელს სეზონში არცერთ გოლში მიუღია მონაწილეობა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთში საფეხბურთო სეზონი დასრულდა. ლა ლიგა მადრიდის "რეალმა" მოიგო, ცნობილი გახდა გავარდნილი და ევროზონაში მოხვედრილი გუნდებიც. საინტერესოა, რომ სეზონი ისე დასრულდა, რომ ფეხბურთელმა, რომელშიც მადრიდის "ატლეტიკომ" 70 მილიონი ევრო გადაიხადა, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში, არცერთ გოლში არ მიუღია მონაწილეობა. საუბარი ტომა ლემარს ეხება, "მონაკოდან" შეძენილ შემტევ ნახევარმცველს, რომელმაც ვერც გოლის გატანა და ვერც საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი 24 წლის ფრანგ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეეძლება, სადაც "როხიბლანკო" "ლაიპციგს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები