ფავორიტების პირველი გოლები და მორიგი ფრე

ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა “დინამო არენაზე” შედგა, სადაც ერთმანეთს წინა გათამაშების ორი საუკეთესო გუნდი, თბილისისა და ბათუმის “დინამოები” დაუპირისპირდნენ. ლურჯ-თეთრი გუნდების დაპირისპირებაში

პირველი ტურის მატჩი ორივე გუნდმა ერთნაირი ანგარიშით – 0:0 დაასრულა, თანაც როგორც დედაქალაქური, ისე აჭარული კლუბების მეტოქეები უმაღლესი ლიგის დებიუტანტები, შესაბამისად, “თელავი” და “მერანი” გახლდნენ. ამრიგად, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ორად გაყოფილი ქომაგები მიმდინარე სეზონში სადებიუტო გოლს ელოდნენ.

პირველი ნახევარი გუნდებმა უფრო ფრთხილად გაატარეს და რისკისგან თავს იკავებდნენ. ბურთის ფლობის მცირედი უპირატესობა ბათუმელებს ჰქონდათ, კარში ზუსტად კი უფრო მეტჯერ თბილისელებმა დაარტყეს და სახიფათო მომენტშიც მეტჯერ მიიღეს მონაწილეობა.

ყველაზე რეალური შანსები თბილისელთა მხრიდან სტანდარტული სიტუაციების შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილს მიეცა, გატანა შეეძლო ირაკლი ბუღრიძესაც. საპირისპიროდ, სტუმართაგან კარგი შანსი ჰქონდა ვლადიმერ მამუჩაშვილს, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველს გამოცდილმა მეკარემ აჯობა.

მეორე ტაიმში, გუნდების იერიშებმა მეტი სიმწვავე შეიძინა, რაც შედეგშიც უმალ აისახა. 50-ე წუთზე, ვაგნერ გონსალვეშის დარტყმული ბურთი როინ კვასხვაძემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე პირველი ჯაბა ჯიღაური აღმოჩნდა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. ყოფილმა “დინამოელმა” გატანილი გოლი არ აღნიშნა.

ცხადია, გოლმა შეხვედრა უფრო საინტერესო და სანახაობრივი გახადა. მასპინძლებმა მოუმატეს. აკაკი შულაიას მიერ მეტოქის საჯარიმოში აქტიურობის შემდეგ, ბურთი მეტოქის ფეხბურთელს ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი დარტყმაზუსტად გუნდის კაპიტანმა ნიკა ნინუამ შეასრულა – 1:1.

ბათუმელებს დაწინაურება ისევ შეეძლოთ, თუმცა მათი აქტიური შეტევებისას როინ კვასხვაძე უშეცდომო იყო. თამაშის მოგება სურდათ მასპინძლებსაც – კახა ჩხეტიანმა შეტევა გააძიერა და მოედანზე ირაკლი აზაროვი და გიორგი ზარია შემოუშვა.

მიუხედავად ორივე კართან არსებული რამდენიმე სახიფათო ეპიზოდისა, შეხვედრა ისე დასრულდა, ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

შემდეგ ტურში, თბილისელებს კიდევ ერთი რთული შეხვედრა ელით – მოქმედი ჩემპიონი ექს-ჩემპიონ “საბურთალოს” დაუპირისპირდება. რაც შეეხება ბათუმის “დინამოს”, აჭარლები “თელავს” უმასპინძლებენ.

დინამო თბილისი: კვასხვაძე – ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური (იაშვილი, 72) – პაპავა – ნინუა, კუცია, – შულაია (აზაროვი, 78), ბუღრიძე, ორშულა (ზარია, 67). (4-1-2-3).

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.

ბათუმის დინამო: ალავიძე – გეგეჭკორი, ობოაბონა, გაგოშიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ცინცაძე (ტეიდი, 62) – გონსალვეში, ჯიღაური, მანჯგალაძე – დვალიშვილი (საბანაძე, 67).(4-2-3-1).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

(57)

ფავორიტების პირველი გოლები და მორიგი ფრე

სტატიის ავტორი
-