Belive

ჰადსონ-ოდოი: "კორონავირუსისგან უკვე განვიკურნე"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონოდნის "ჩელსის" ახალგაზრდა შემდევმა კალუმ ჰადსონ-ოდოიმ თქვა, რომ ის კორონავირუსისგან უკვე განიკურნა. "როგორც უკვე შევიტყვეთ, მე ბოლო დღეებში კორონავირუსი მქონდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ინფექციისგან უკვე განვიკურნე. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ყველასგან იზოლირებული ვიყავი. იმედი მაქვს მოედანზე მალე დავბრუნდები, შევხვდებით",-თქვა 18 წლის ინგლისელმა. შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერლიგა 3 აპრილამდე შეჩერებულია. რაც შეეხება ჰადსონ-ოდოის გუნდს, "ჩელსი" 48 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები