Belive

ზიეჩს მეგობრის თან წაყვანა სურს - ჩელსი ახალ მეკარეს ელოდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" შემეტვი ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეჩი, რომელიც ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი გახდება, თანაგუნდელის ანდრე ონანას გადაბირებას შეეცდება. ბრიტანულ პრესაში წერენ, რომ 26 წლის მაროკოელ ფეხბურთელს ჰოლანდიის ჩემპიონის მეკარესთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს და მასთან ერთად თამაშის გაგრძელება სურს. გარდა ამისა, ონანას დამატება თავად "არისტოკრატების" მმართველებსაც სურთ. 23 წლის კამერუნელი გოლკიპერი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და 2015 წლიდან "ღმერთის შვილების" შემადგენლობაში ირიცხება. ამ სეზონში ონანამ 39 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაუშვა და 15-ჯერ კარი მშრალად შეინახა

სხვა სტატიები