Belive

პრემიერლიგაში შედეგების განულებას და სეზონის დასრულებას ითხოვენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონის შედეგები ანულირდეს და გათამაშება დასრულდეს. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს და წერს, რომ პრემიერლიგაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების შემდეგ, კლუბების წარმომადგენლებმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა ქულების განულება და ჩემპიონატის დასრულება იყო. იმ გუნდების ნაწილმა, რომლებსაც გავარდნა ემუქრებათ ცხადია, ინიციატივას მხარი დაუჭირეს, თუმცა წარმატებულმა კლუბებმა პროტესტი გამოთქვეს. ნებისმიერ შემთხვევაში, პრემიერლიგის მმართველებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და ტურნირი 3 აპრილამდე შეჩერებულია. შეგახსენებთ, კორონავირუსი მიკელ არტეტას და კალუმ ჰადსონ-ოდოის დაუდგინდათ.

სხვა სტატიები