Belive

რომელი სანაკრებო მატჩები გადაიდება?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსის პანდემიის და გადაებული არაერთი სპორტული ღონისძიების შემდეგ, შეზღუდვა შეეხო სანაკრებო დაპირისპირებებსაც. თითქმის ყველა საკლუბო ტურნირის გადადების შემდეგ, ცნობილი გახდა იმ ამხანაგური მატჩების სიაც, რომელიც სანაკრებო პაუზის დროს უნდა გამართულიყო, თუმცა გაურკვეველი ვადით არ ჩატარდება. ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან: უელსი და ავსტრია, უკრაინა და თურქეთი, ნიდერლანდები და ამერიკა/ესპანეთი. საკლუბო და სანაკრებო ტურნირების განახლების და სამომავლო არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას უეფა საგანგებო სხდომაზე 17 მარტს გამოაცხადებს. აქვე გაირკვევა საქართველო-ბელარუსის მატჩის ბედიც. სფფ-ს გენერალური მდივნის დავით მუჯირის განცხადებით, დიდი შანსი იმისა, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა გადაიდოს.

სხვა სტატიები