Belive

რონალდუს სასტუმროს მენეჯერმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ გადაწყვიტა, თავისი კუთვნილი სასტუმრო, საავადმყოფოდ გადაეკეთებინა და კარანტინში მყოფი ხალხისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. რონალდუს ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება და დადებითი კომენტარი მოჰყვა, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეს ყველაფერი სიცრუე ყოფილა. სხვადასხვა სპორტულმა გამოცემებმა, ხალხს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. "იუვენტუსის" ვარსკვლავის სასტუმროს მენეჯერმა ამ თემასთან დაკავშირებით ყველანაირი ჭორი უარყო და განაცხადა, რომ ხსენებული სასტუმრო, ჰოსპიტალად არ გადაკეთდება.

სხვა სტატიები