Belive

კორონავირუსით იაპონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაინფიცირდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოზო ტაშიმა იაპონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაშიმამ კორონავირუსის ტესტი გაიკეთა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. იაპონელი ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა და სწორედ ამ მოგზაურობის დროს დაინფიცირდა. ტაშიმა 62 წლის გახლავთ და მისი ასაკის ადამიანები, სამწუხაროდ, რისკ ჯგუფის კატეგორიას მიეკუთვნებიან.

სხვა სტატიები