Belive

ადამა ტრაორე: "სტერლინგს არ ვგავარ, ის მგავს მე"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ვულვზის" ფლანგის შემტევი ადამა ტრაორე "ბარსელონას" აკადემიის მორიგი წარმატებული პროექტია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ათლეტური ფეხბურთელი საკუთარი შესაძლებლობების და კარიერის დასაწყისის შესახებ საუბრობს. "ყველაზე მეტი საერთო ჩემთან ვილფრიდ ზაჰას და რაჰიმ სტერლინგს აქვთ. ამბობენ, რომ სტერლინგს ვგავარ, მაგრამ ასე არ არის - სტერლინგი მგავს მე. ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი საფეხბურთო მოგონება ჩემი პირველი პეოფესიონალური მატჩია, ეს "ბარსელონაში" მოხდა, სადაც ნეიმარის ნაცვლად მოედანზე შევედი. ყველაზე მეტად მოგზაურობა მიტაცებს, ახალ კულტურებს, სამზარეულოს და ხალხს ეცნობი. მიყვარს წარმატებული ადამიანების კარიერის თვალის დევნებაც, იქნება ეს ფეხბურთელი, კალათბურთელი, ჩოგბურთელი თუ ბიზნესმენი",-თქვა 24 წლის ესპანელმა.

სხვა სტატიები