Belive

75 მილიონი თუ ოლდ ტრაფორდი - იგალოს რთული არჩევანი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდია იმის ალბათობა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს ოდიონ იგალო "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს. ფეხბურთელი "შანხაი შენხუას" დაუბრუნდება, სადაც ჩინეთის ჩემპიონატის განახლებისთვის მოემზადება. 30 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი "ოლდ ტრაფორდზე" იანვარში იჯარით გადავიდა - მას შემდეგ, რაც სოლსკიაერის გუნდს წინა ხაზში ლუკაკუს წასვლით პრობლემა შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ იგალოს მანჩესტერში დარჩენა სურს, ინგლისელებს მისი დატოვება ძალიან გაუჭირდებათ. "შანხაი შენხუა" ოდიონს ახალ, 4 წლიან კონტრაქტს უმზადებს, რა დროშიც ის 75 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები