Belive

ტევესი: "ფეხბურთელები ხელფასის გარეშე 6 თვე გავძლებთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიის გამო, საფეხბურთო სეზონის შეჩერებამ ფინანსური კრიზისიც გამოიწვია. საფეხბურთო კლუბების დიდი ნაწილი პერსონალს ხელფასების 50 და 70%-ს უმცირებს, ზოგი საერთოდ ანაზღაურების გარეშე ტოვებს, აღმოსავლეთ ევროპაში კი რამდენიმე კლუბი გაკოტრდა კიდეც. გამოცდილი არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი თვლის, რომ ფეხბურთსლებს 6 თვის განმავლობაში ხელფასის გარეშე თავისუფლად ცხოვრება შეუძლიათ. "ფეხბურთელებს 6 თვე ან თუნდაც 1 წელიწადი ხელფასის გარეშე თავისუფლად ცხოვრება შეგვიძლია. ჩვენი მდგომარეობა განსხვავდება იმ სასოწარკვეთილი ადამიანებისგან, რომლებიც 6 საათზე დგებიან და შინ 7-ზე ბრუნდებიან, რათა თავიანთ შვილებს სიცოცხლე შეუნარჩუნონ. ადვილია შინ კომფორტულად ჯდომა და იმაზე ფიქრი, რომ შვილებისთვის საკვები გვაქვს. ეს მაშინ, როცა ადამიანები საკუთარ სახლსაც კი ვერ ტოვებენ, რომ ეს უკანასკნელი იშოვონ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. საქმეში საფეხბურთო კლუბები უნდა ჩაერთონ და დილაობით ვარჯიშის განახლების ნაცვლად, გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარონ. იმედი მაქვს ადამიანების სოციალურ კლანებად დაყოფა შეწყდება. ვფიქრობ საზოგადოება ნელ-ნელა იზრდება და 21-ე საუკუნეში ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მიუხედავად შემოსავლისა, ყველანი ერთ დონეზე ვდგავართ",-თქვა ბოკა ხუნიორსის 36 წლის კაპიტანმა.

სხვა სტატიები