Belive

ლივერპულმა ფეხბურთელების ხელფასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ყველა დასაქმებულს ხელფასი სრულად გადაუხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის პრესსამსახური ავრცელებს. ინგლისური კლუბის მმართველებმა ფეხბურთელებს და პერსონალის წევრებს შეატყობინეს, რომ მათ ანაზღაურებას საფრთხე არ ემუქრება. The Telegraph-ის ცნობით, ფინანსების 20%-ს უშუალოდ კლუბი გაიღებს, დანარჩენ 80-ს კი ბრიტანეთის ხელისუფლება დაფარავს. შეგახსენებთ, პრემიერლიგის ხელმძღვანელებმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ მაისამდე ტურნირის განახლება შეუძლებელია.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები