Belive

ზუსტად 1 წლის წინ: გოლების წვიმა და დრამატული ფინიში ეტიჰადზე (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2019 წლის 17 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში, "ეტიჰადზე" "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემი" 4:3 დაამარცხა, თუმცა ორმატჩიან დაპირისპირებაში, შინ გაშვებული გოლის გამო თავად წააგო (4:4) და საუკეთესო ოთხეულს ისევ ვერ უწია. ზუსტად 1 წლის წინ გამართული შეხვედრის საწყისი და დამაგვირგვინებელი წუთები იშვიათად სანახავი და თვალსასეირო გამოდგა. 22 წუთში გასული 5 გოლის გარდა, მატჩი იმითაც გამოირჩა, რომ უკანასკნელ წამზე რაჰიმ სტერლინგის მიერ გატანილი გოლი VAR-მა გააუქმა, რაც დღემდე საკამათო გადაწყვეტილებაა და ამრიგად შემდეგ ეტაპზე "ტოტენჰემი" გავიდა. პოჩეტინოს გუნდმა, საბოლოდ ფინალს უწია, სადაც "ლივერპულთან" 0:2 დამარცხდა.        

სხვა სტატიები