Belive

805 მილიონი სახელი | გავიხსენოთ შთამბეჭდავი სოციალური ვიდეორგოლი ზლატანის მონაწილეობით

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2015 წლის 14 თებერვალს, "პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე "კაენს" დაუპირისპირდა. თითოეული ფეხბურთელისთვის, ეს ჩვეულებრივი, რიგითი მატჩი იყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩს კი, სხვა მისია ჰქონდა შესასრულებელი. "პსჟ-ს" მაისურის მიღმა, მის სხეულზე, 50 ახალი ტატუ იყო გამოსახული - ადამიანთა სახელები, რომლებსაც ის არასოდეს შეხვედრია. ზლატანმა კაენთან შთამბეჭდავი გოლის გატანა შეძლო, რაც მან მაისურის გახდით და მოხატული სხეულის დემონსტრირებით აღნიშნა - იგი მსოფლიო კვების პროგრამის კამპანიაში ჩაერთო, რომელიც მსოფლიოში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების დახმარებას ისახავდა მიზნად. დაგვეთანხმებით, ვიდეო და მისი შინაარსი ნამდვილად შთამბეჭდავია - ნარატორის როლს თავად ზლატანი ასრულებს, რასაც დამატებით ეფექტს ისლადიელი მუსიკოსის, ჯონსის მუსიკა, Tornado სძენს.

იხილეთ ვიდეო

სხვა სტატიები