Belive

ერერა: "კავანის ვესაუბრე, მას ესპანეთში თამაში სურს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
Სულ მალე ურუგვაელი თავდამსხმელი ედისონ კავანი თავისუფალი აგენტი გახდება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ 33 წლის თავდამსხმელი "პარი სენ-ჟერმენს" დატოვებს. Არსებობს რამდენიმე რეალური ვარიანტი სადაც შესაძლოა რომ "პსჟ-ს" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა კარიერა გააგრძელოს. Როგორც მისი თანაგუნდელი ანდერ ერერა ამბობს, კავანი ესპანეთში გადაბარგება. "Ვიცი რომ ედინსონს ესპანეთში თამაში სურს. მას ძალიან მოსწონს ეს ქვეყანა და მისი საფეხბურთო ჩემპიონატი. მისი კარიერული მომავლის შესახებ ჩვენ ადრე ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო პარიზის დატოვება მოგვიწია, ჩვენ საუბრის შესაძლებლობა აღარ მოგვეცა. ამიტომ Მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ ვიცი",-თქვა ესპანელმა ნაცევარმცველმა. Ურუგვაის ნაკრების ფორვარდს ყველაზე ხშირად მადრიდის "ატლეტიკოს" უკავშირებენ. გარდა იმისა, რომ "როხიბლანკოში" მის არაერთ თანამემამულეს უთამაშია და ისინი იქ თავს კომფორტულად გრძნობდნენ, ამ ტრანსფერის ინტერესი უშუალოდ დიეგო სიმეონეს ეკუთვნის. დიდი ალბათობით, ახალი სეზონიდან კავანი მადრიდული კლუბის მაისურს მოირგებს. Ამ სეზონში, ტრავმისა და ფრანგული გრანდის თავდასხმის ხაზში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, ედინსონს საკმარისი სათამაშო დრო არ მისცემია, საერთო ჯამში, მან ყველა ტურნირზე 22 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და სამჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.

სხვა სტატიები