Belive

12-წლიანი პაუზის შემდეგ: ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
12-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის ელიტარულ საფეხბურთო დივიზიონში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" აღზრდილმა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც "ლევანტეს" სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა, მთავარ შემადგენლობასთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა, დღეს კი უკვე ის ლა ლიგაში მოედანზეც ვიხილეთ. 20 წლის ნახევარმცველი "ატლეტიკთან" გამართულ მატჩში თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო, მაშინ, როდესაც "ლევანტე" 1:2-ს აგებდა. გიორგიმ მოედანზე 4 წუთი გაატარა. ბოლოს, პრიმერაში შოთა არველაძემ ითამაშა, მანაც "ლევანტეს" მაისურით და თანაც "სანტიაგო ბერნაბეუზე", "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ. მთლიანად ტოპ 5 ჩემპიონატში ბოლოს 2019 წლის გაზაფხულზე, ლევან მჭედლიძემ ითამაშა - მაშინ, სერია A-ს მე-14 ტურში, "ემპოლი" "ბოლონიასთან" 1:3 დამარცხდა.

სხვა სტატიები