Belive

დავით კობოური: "კონკურენცია არის, მაგრამ დარჩენა და ტიტულების მოგება მსურს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ეროვნული ლიგის განახლებამდე, კლუბები ორკვირიან კარანტინის პერიოდს გადიან და მხოლოდ მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ემზადებიან. Live.ge "დინამო თბილსის" ცენტრალურ მცველს დავით კობოურს ესაუბრა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის უკანახაზელს მოსამზადებელ პერიოდზე, გუნდის მზადყოფნაზე და პირად კარიერაზე ვკითხეთ. როგორია შენი ფიზიკური ფორმა თითქმის სამი თვის განმავლობაში უფეხბურთოდ ყოფნის შემდეგ?  კარანტინის პერიოდში ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალური პროგრამა გვქონდა და ეს დრო სირბილს და ფიზიკურ მომზადებას დავუთმე. უმეტესად აქცენტს ფიზიკურ დატვირთვაზე ვაკეთებდით, რისთვისაც ჩვეულ რეჟიმში შედარებით ნაკლები დრო გვქონდა. ამჟამად ორკვირიან კარანტინში ვართ და ეროვნული ლიგის განახლებას ველოდებით.
წლის დასაწყისში გუნდში ბევრი ცვლილება იყო. როგორია ამჟამად გუნდში შიდა ატმოსფერო? გუნდში იყო ცვლილებები, შესათამაშებლად დრო გვჭირდებოდა და სეზონის სტარტი წარმატებული სწორედ ამიტომ ვერ გამოგვივიდა. გუნდი ნელ-ნელა იკვრება, იგეგმება და უფრო შეკრული ხდება. გვყავს ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელიც ძალიან მომწონს. ჩემთვის მისაღებია მისი მიდგომა, ფეხბურთელებთან დამოკიდებულება, სათამაშო სტილი და მთლიანად, მისი პროფესიონალიზმი. წინ ჩემპიონთა ლიგაა, რამდენად იმოქმედებს ხანგრძლივი პაუზა საერთაშორისო დონეზე წარმატებაში? ევროსარბიელზე გამოსვლა ბევრ ფეხბურთელს კარიერაში პირველად მოუწევს. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მხოლოდ საქართველოში არ ყოფილა და ამ მხრივ ჩვენი მეტოქეებიც დაზარალებულები იქნებიან, განსაკუთრებულად კარგ სათამაშო ფორმაში არცერთი გუნდი იქნება, სწორი მიდგომით კი ყველასთან შესაძლებელია გამარჯვების მიღწევა.
დავით კობოური: "კონკურენცია არის, მაგრამ დარჩენა და ტიტულების მოგება მსურს"  | Live.ge
"დინამოში" შენს პოზიციაზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. როგორია შენი მიზანი პირად კარიერაში? დიახ, "დინამოში" მართლაც მაღალი კონკურენციაა და ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს წარმატების მისაღწევად. გუნდში დარჩენა მსურს და "დინამოსთან" ერთად, როგორც ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა, ისე ქვეყნის შიგნით ტიტულების მოგება მსურს.

სხვა სტატიები