Belive

ეროვნული ლიგა თბილისური დერბით დაბრუნდა - დინამომ პირველი 3 ქულა აიღო

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული 3 თვეზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ლიგა მესამე ტურის შეხვედრებით დაბრუბდა. პირველივე დაპირისპირება ტურის ცენტრალური და მთლიანად გათამაშების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოდგა. მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, ერთმანეთს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი გუნდი - "საბურთალო" და "დინამო თბილისი" დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდი მატჩს განახლებული და შეიძლება ითქვას, არსებულ რესურსში ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდა. უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე საქართველოს ყველაზე ტიტულივანი კლუბის მხარეს იყო, ლურჯები ბურთს და თამაშის მიმდინარეობას აკონტროლებდენ და ეს მალე სახიფათო ეპიზოდებშიც გარდასახეს. ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როცა ძირითად შემადგემობაში ნინუას არყოფნით გიორგი კუციამ ისარგებლა და საჯარიმო დარტყმა ზუსტად და ტექნიკურად შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ "დინამოელები" პირველ ნახევარში აქტიურობდნენ, ყველაზე გამორჩეული კი ბრაზილიელი პერნამბუკო იყო, პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარი სტუმტებმა აქტიური შეტევებით დაიწყეს და 10 წუთში მეტოქის კარი ორჯერ აიღეს - 50-ე და 54-ე წუთებზე, შესაბამისად თორნიკე კაპანაძემ და ირაკლი ბუღრიძემ ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. მიუხედავად ორივე გუნდის რამდენიმე მცდელობისა, დარჩენილ დროში აღარფერი შეცვლილა და "დინამომ" შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა - 3:0. საბურთალო: კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი (წითელი ბარათი, 87) - ალთუნაშვილი, ტერა (ცნობილაძე, 46) - ტაბატაძე, ნონიკაშვილი (გულიაშვილი, 61), კოხრეიძე (მაჭარაშვილი, 69) - ქავთარაძე. მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე. დინამო: კვასხვაძე - ტრუბოჩკინი, კობოური, ლოჩოშვილი, ქიმაძე - პაპავა, მექვაბიშვილი (ქარდავა, 71), პერნამბუკო (დაფე, 85), კუცია, ბუღრიძე (აზაროვი, 75) - კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი. ფოტო: თამარ ჯიშკარიანი.

სხვა სტატიები