Belive

ლამპარდი: "პულიშიჩს, მანეს, სალაჰის და სტერლინგის მონაცემები აქვს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ ლამპარდმა გუნდის ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის კრისტიან პულიშიჩის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. "ვფიქრობ, პულიშიჩი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გახდება. მან გერმანიაში პატარა ასაკში დიდი გზა განვლო და "ჩელსიმდე" მოვიდა. ახლა მის მიმართ მოლოდინები იზრდება, რაც ბუნებრივია, მაგრამ მისი ასაკიც არ უნდა დავივიწყოთ.  მისი თამაშის მაღალ ხარისხში ეჭვი არავის ეპარება. ფაქტია, რომ ის მაღალი კლასის მოთამაშეა და განვითარებისკენაა მიდრეკილი. მას გარს ბევრი ისეთი ფეხბურთელი ახვევია, ვინც მასსავით დაიწყო და შემდეგ დიდ წარმატებას მიაღწია, რაც კრისტიანისთვის კარგი მაგალითია. ჩემი აზრით, მას ისეთივე მონაცემები აქვს, როგორი მოჰამედ სალაჰს, რაჰიმ სტერლინგს, სადიო მანეს და პრემიერლიგის სხვა ვარსკვლავებს, თუმცა მხოლოდ უნარ-ჩვევები საკმარისი არ არის, მათ დონეზე ასასვლელად პულიშიჩმა ბევრი უნდა იშრომოს.  მიხარია, რომ ახლა ის "ჩელსის" ფეხბურთელია, ყოველდღიურად ძალიან ბევრს შრომობს და დიდი ამბიციები აქვს", - თქვა ახალბედა ინგლისელმა მწვრთნელმა. "არისტოკტრატების" რიგებში გატარებულ 1 წელიწადში ამერიკელი ტალანტის აქტივში 25 შეხვედრა, 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები