Belive

ლევანდოვსკი: "100 გოლის გატანა გუნდის ერთიანობის დამსახურებაა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ბუნდესლიგაში სეზონი დასრულდა. მიუნხენის "ბაიერნმა" 82 ქულით და უახლოეს მდევარ დორტმუნდის "ბორუსიასთან" 13-ქულიანი ჰანდიკაპით ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მერვედ და ისტორიაში ოცდამეათედ მოიპოვა. გარდა, ტიტულისა, ბავარიელებმა სეზონი საინტერესო სტატისტიკითაც დაასრულეს. "რეკორდმაისტერმა" გათამაშებაში ზუსტად 100 გოლის გატანა მოახერხა. ამაში უდიდესი წვლილი რობერტ ლევანდოსვკის მიუძღვის, რომელმაც საუკეთესო ბომბარდირის წოდება კიდევ ერთხელ, 34 გატანილი გოლით მოიპოვა. პოლონელმა ფორვარდმა საკუთარი გუნდის შედეგიანობაზე ისაუბრა. "რთული, მაგრამ მთლიანობაში ჩვენთვის კარგი სეზონი გამოდგა. პირველი 2 თუ 3 თვის განმავლობაში ჩვენ პრობლემები გვქონდა, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა არასდროს დაგვიკარგავს და საბოლოოდ ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ 34 გოლი გავიტანე და ამის გამო ჩემი თანაგუნდელების მადლიერი ვარ. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი ვაჩვენო და ამით ძალიან ვამაყობ. ის ფაქტი, რომ 100 გოლის გატანა შევძელით, იმაზე მიანიშნებს, რომ ძლიერი და შეკრული გუნდი ვართ. ვცდილობთ, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯოთ და მიღებული შედეგით კმაყოფილები ვართ", - თქვა 31 წლის თავდამსხმელმა.

სხვა სტატიები