Belive

მათემატიკოსების პროგნოზი: როგორი იქნება პრემიერლიგა მილიონი წლის თავზე? 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მაშინ, როცა პრემიერლიგაში გრანდების რაოდენობა გაიზარდა, დიდი ოთხეული დიდ ექვსეულად გადაკეთდა და ტიტულის მოგების შანსი ოთხ გუნდს თითქმის თანაბარი აქვს, რთულია იმის პროგნოზი რომელი გუნდი გახდება ჩემპიონი მომავალ სეზონში. სამაგიეროდ, ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს ბრიტანული მეცნიერებისთვის, რომლებმაც ძალზედ უცნაური და საინტერესო გამოკვლევის შედეგები შემოგვთავაზეს. ინგლისელ მათემატიკოსთა ჯგუფმა, სპეციალური ალგორითმის მეშვეობით, პრემიერლიგის დაარსებიდან მილიონი წლის შემდეგ ჩემპიონები, მათ მიერ მოგებული ტიტულების რაოდენობა და სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები შემოგვთავაზა. მოდით, გავეცნოთ შედეგებს. მოგებული ტიტულების რაოდენობა:  1. "მანჩესტერ სიტი" - 896 313 2. "ლივერპული" - 45 862 3. "მანჩესტერ იუნაიტედი" -  34 964 4. "ტოტენჰემი" - 18 757 5. "არსენალი" - 2 344 6. "ჩელსი" - 1 760
No description available.
ყველაზე დიდი სხვაობა ერთ მატჩში: მანჩესტერ სიტი" - 20:1 "ბორნმუთი" ყველაზე უხვგოლიანი მატჩი: "მან.სიტი" 17:5 "ევერტონი" ყველაზე მეტი გატანილი გოლი დამარცხებული გუნდის მიერ: "ევერტონი" 11:10 "ჩელსი" ყველაზე მეტი ქულა ერთ სეზონში: "მანჩესტერ სიტი" (114) სენსაციური ფაქტები: "ჩელსი" ჩემპიონშიფში ხუთჯერ გავარდება, "ბორნმუთი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს 89-ჯერ მოიპოვებს, ხოლო "საუტჰემპტონი" გათამაშებას მეორე ადგილზე დაასრულებს. თუ ამ ყველაფერს რეალობის პერსპექტივიდან შევხედავთ, წარმოუდგენელია ვივარაუდოთ, თუ რა მოხდება მომავალში; არსებული მდგომარეობით ძნელი დასაშვებია, რომ გუნდმა მეტოქეს ათი ბურთი შეუგდოს და მაინც დამარცხდეს; არც იმის გააზრება გაგვიადვილდება, რომ "სიტიმ" მსოფლიოს ყველაზე დაძაბულ ლიგაში მეტოქის კარი ყოველ 4.5 წუთში ერთხელ აიღოს, თუმცა სასიამოვნოა, რომ გვაქვს პროფესიონალების მიერ დამუშავებული პროგნოზის გაცნობის შესაძლებლობა. ვნახოთ, წინ კიდევ 999 973 სეზონია...

სხვა სტატიები