Belive

პრემიერლიგის 10 შესანიშნავი გოლი, რომელიც ბევრს აღარ ახსოვს

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

სთხოვეთ ფეხბურთის ნებისმიერ გულშემატკივარს, რომ დაასახელოს პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლები და ჩამონათვალში თქვენ აუცილებლად იპოვით ნაცნობ სახელებს, ისეთ გოლებს, რომელიც თქვენს გემოვნებასაც აკმაყოფილებენ. მაგალითად, უეინ რუნის შესანიშნავი მაკრატელა "მან. სიტის" კარში, ანდაც, ჯეკ უილშირის მიერ დაგვირგვინებული "არსენალის" დიდებული გუნდური გოლი, მაგრამ, არსებობს ისეთებიც, რომელიც პრემიერლიგის ქომაგმა მიივიწყა და მხოლოდ იმ კონკრეტული სეზონის რჩეულ კადრებს შორის დაიდო ბინა. ხშირად, ეს იმიტომ ხდება, რომ ბრწყინვალე გოლს, ვარსკვლავის სიკაშკაშე აკლია და მისი ავტორი ინგლისის ჩემპიონატის "რიგითი" ფეხბურთელია. შევეცდებით, ის 10 შესანიშნავი გოლი გამოვარჩიოთ, რომელიც პრემიერლიგის გულშემატკივარმა სხვადასხვა მიზეზით მიივიწყა. 10. ტომ ჰადელსტანი VS "მანჩესტერ სიტი" - 2006 ინგლისელ ნახევარმცველს ბევრი გოლი არ გაჰქონდა, მაგრამ თუ იტანდა - განსაკუთრებულს. აი მაგალითი...

9. ივან კამპო VS "ტოტენჰემი" 2006 მადრიდის "რეალის" ვეტერანი და ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი 2006 წელს "ბოლტონის" ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახლდათ. რამდენიმე თვით ადრე, მან ცენტრალური დაცვიდან ნახევარდაცვაში გადაინაცვლა და ეს დასამახსოვრებელი მომენტით აღნიშნა. 8. ვაჰბი ხაზრი VS "ჩელსი" 2016 ბევრს ტუნისელი ფეხბურთელის სახელის დამახსოვრებაც კი უჭირს, თუმცა მან თავი დაქვეითებისკენ მიმავალი "სანდერლენდის" გამონათებისას გამოიჩინა, როცა ის, ფაბიო ბორინი და ჟერმინ დეფო "ჩელსის" და ტიბო კურტუას კარს არბევდნენ. 7. იუსი ბენაიუნი VS "ფულემი" 2006 "ფულემისთვის" ებრაელ ფეხბურთელთან დაკავშირებული ღამის კოშმარი ამით არ მთავრდება, "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ, მან ლონდონელებს ბოლო წუთზე გამარჯვების გოლიც გაუტანა. 6. პაიტიმ კასამი VS "კრისტალ პალასი" 2014 არ უნდა გამოგვრჩეს კასამის ეს გოლიც, რომელიც მას თავისი ძლიერი ფეხით არ გაუტანია. 5. სტივენ კარი VS "ტოტენჰემი" დღესდღეობით ჩვენ განაპირა მცველებისგან შეტევაში ძალიან ბევრს ვითხოვთ, მაგრამ 1999 წელს ეს აუცილებელი არ იყო. ამ დროს კი, „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა ბრწყინვალე დარტყმა და გოლი შემოგვთავაზა. 4. დინიარ ბელალეტდინოვი VS „მანჩესტერ იუნიატედი თითქმის ყველა შემთხვევაში, როცა რუს ფეხბურთელს გოლი გაჰქონდა, ეს „გუდისონ პარკზე“ ხდებოდა. ამ შემთხვევაშიც, „ევერტონისშვიდიანმა „ეშმაკებს“ ლივერპულში გაუტანა. 3. ალექსანდერ ტეტი VS „სანდერლენდი ტეტი „ნორვიჩში“ ჯერ კიდევ მაშინ თამაშობდა, ვიდრე გუნდი პრემიერლიგაში გავარდებოდა. 2014 წელს, ჩამშლელმა ნახევარმცველმა „სანდერლენდთან“ სასიცოცხლოდ აუცილებელი 3 ქულის მოპოვებაში წვლილი ულამაზესი გოლით შეიტანა - ჯონ ოშის მიერ საჯარიმოდან გამოტანილ ბურთს ის ერთი შეხებით დახვდა და გუნდს მოაგებინა. 2. ერიკ ედმანი VS „ლივერპული“ 21-ე საუკუნეში, „ტოტენჰემს“ „ენფილდთან“ გამორჩეულად კარგი მოგონებები იშვიათად უგროვდება, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი 2005 წელი იყო, როცა „დეზების“ შვედმა ფლანგის მცველმა იერჟი დუდეკის კარი 35 მეტრიდან დალაშქრა. 1. რიკარდო ფულერი VS „ასტონ ვილა“ იამაიკელ ცენტრალურ თავდამსხმელს დისციპლინასთან საკმაოდ ხშირი პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მისი კარიერის მთავარ მოგონებად ბირმინგემულ კლუბთან მატჩი იქცა, როცა ის ლამის დენის ბერგკამპად გარდაისახა.

სხვა სტატიები