Belive

5 საუკეთესო შემტევი ტრიო პრემიერლიგის ისტორიაში

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში 4-3-3 სქემით თამაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია. შესაბამისად, 3 თავდამსხმელისგან შემდგარი ტრიოს შედეგები გუნდის წარმატებას მეტწილად განსაზღვრავს. "ლივერპული", "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" ის კლუბები არიან, რომლებმაც ბოლო დეკადაში საუკეთესო შემტევი სამეულები შექმნეს და შესაბამისი ეფექტურობაც სახეზეა. ბევრი სხვა ევროპული გრანდი მათი მაგალითის განმეორებას ცდილობს და საჭირო ღონისძიებებს იღებს. თუმცა, შემტევი სამეულით თამაში არც პეპ გვარდიოლას მოუგონია, არც იურგენ კლოპს და არც ზინედინ ზიდანს, ამ ფორმაციას საფუძველი ბევრად ადრე ჩაეყარა. მოდით, პრემიერლიგის ისტორიაში ექსპერტების აზრით შერჩეული 5 საუკეთესო შემტევი სამეული გავიხსენოთ. 5. არიენ რობენი, დემიენ დაფი და დიდიე დროგბა ("ჩელსი") 2000-იანი წლების შუაში, ჟოზე მოურინიოს მიერ ჩამოყალიბებული "ახალი ჩელსის" ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა სწორედ ეს სამეული იყო. სამწუხაროდ, დაფს და რობენს ტრავმებმა უფრო დიდი ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალა. 2005 წელს, 27 მატჩში, რომელშიც ამ ტრიომ ითამაშა, ლონდონელები დაუმარცხებლები იყვნენ, აქედან 25 კი "არისტოკრატთა" გამარჯვებით დასრულდა.
No description available.
4. რაჰიმ სტერლინგი, ლეროი სანე და სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი") 2017-19 წლებში, პრემიერლიგაში "მან სიტის" დომინაციაში ამ ადამიანებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს. მიუხედავად არანორმალური სტატისტიკის ჩვენებისა, ამ ტრიოს სრულფასოვნად შეკვრას ხელი ლეროი სანეს ხანგრძლივმა ტრავმამ შეუშალა, მალე კი გერმანელი ფეხბურთელი "ქალაქელებს" დატოვებს და მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდება.
No description available.
3. რობერტ პირესი, დენის ბერგკამპი და ტიერი ანრი ("არსენალი") 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე პრემიერლიგაში წამყვანი ძალა სწორედ "მეთოფეები" იყვნენ, რომლებმაც 2004 წელს, ოქროს ჩემპიონობაც იზეიმეს. საერთო ჯამში, ორმა ფრანგმა და ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა 128 მატჩში 272 გოლი გაიტანა.
No description available.
2. მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და რობერტო ფირმინო ("ლივერპული") შესაძლოა, ჩვენ ამ მომენტისთვის მსოფლიოში საუკეთესო შემტევ სამეულზე ვსაუბრობთ. მანე და სალაჰი თავიანთი ტემპით, სისწრაფითა და გოლის ალღოთი განაპირა მცველებისთვის კოველკვირეულ ღამის კოშმარს წარმოადგენენ. რაც შეეხება ფირმინოს, მას არ გააქვს იმდენი გოლი, რამდენიც ტიპურ, მსოფლიო კლასის მეცხრე ნომერს უნდა გაჰქონდეს, მაგრამ მისი მოედნის ხედვა და პარტნიორებთან შეთამაშებულობა "ლივერპულის" წარმატებისთვის აუცილებელია. პრემიერლიგაში, ამ ტრიომ 81 შეხვედრაში 178 გოლში მიიღო მონაწილეობა.
No description available.
1. კრიშტიანუ რონალდუ, კარლოს ტევესი და უეინ რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი") 2007/08 წლების სეზონში, მათ აქტივში 79 გოლი და 30 საგოლე გადაცემა შევიდა. გასაოცარია! პორტუგალიურ-არგენტინულ-ინგლისური ტრიოს დამსახურებით, ალექს ფერგიუსონის გუნდმა პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. საერთო ჯამში, იმ 42 მატჩში, რომელიც ამ სამმა ვარსკვლავმა ერთად ითამაშა, 93 გოლი გაიტანეს. რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2.21 გოლს უდრის. "წითელი ეშმაკებისთვის" სამწუხაროდ, ტევესმა გუნდი 2009 წელს დატოვა და მოსისხლე მტერ "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ტრიო გაცილებით შთამბეჭდავ სტატისტიკას აჩვენებდა.
The frightening stats behind Ronaldo, Rooney & Tevez's 07-08 Man ...

სხვა სტატიები