Belive

ზინედინ ზიდანი: "ჯერ არაფერი მოგვიგია, წინ ორი მატჩი გვაქვს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "გრანადასთან" 2:1 მოგებული შეხვედრა შეაფასა და თავისი გუნდის ჩემპიონობასთან მიახლოებაზე ისაუბრა. "პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ და ბურთის ფლობის შთამბეჭდავი შედეგი ვაჩვენეთ. მეორე ნახევარში კარგად ვერ გამოვიყურებოდით, მაგრამ ფეხბურთს ორი გუნდი თამაშობს, ლა ლიგაში წარმატების მისაღწევად კი ყველა მეტოქესთან მაქსიმალური ძალისხმევით თამაშია საჭირო.  საფინალო სასტვენის შემდეგ, ცრემლები წამომივიდა, რადგან ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ეს ბუნებრივია, ჩემმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.  რაც შეეხება ჩემპიონობას, ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია. წინ კიდევ ორი მატჩია და ჩვენ 6 ქულა უნდა მოვიპოვოთ", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა. 36 ტურის შემდეგ, "ბლანკოსები" ლა ლიგას 83 ქულით ლიდერობენ, კიდევ 1 გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში კი ჩემპიონობას დაიბრუნებენ.

სხვა სტატიები