Belive

ბარსელონამ წინადადებები გაამზადა - კოუტინიო პრემიერლიგაში ბრუნდება?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ჩანს, "ბარსელონა" ფილიპე კოუტინიოს დაბრუნებას აღარ აპირებს. კატალონიურ გრანდში ბრაზილიელი ნახევარმცველის ადგილი აღარ არის და ის დიდი ალბათობით პრემიერლიგაში დაბრუნდება. ესპანური მედიასაშუალებები წერენ, რომ "ბლაუგრანამ" 28 წლის ფეხბურთელის შეძენა "არსენალს" და "ნიუკასლს" შესთავაზა. გარდა იმისა, რომ "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელის პოზიციაზე ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს დიდი კონკურენცია აქვს, კიკე სეტიენს მილანის "ინტერიდან" ლაუტარო მარტინესის დამატება სურს და ამ მიზნით გუნდში ბიუჯეტის შევსება იგეგმება. ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის "ბაიერნში" განათხოვრებულ ფეხბურთელს ინგლისში დაბრუნება თავადაც სურს და "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლუბსაც ესაუბრა. კოუტინიო "ბარსელონაში" 2018 წლის იანვარში გადაბარგდა და 76 მარტში 21 გოლი გაიტანა 11 საგოლე გადაცემა შეასრულა და ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ამდენივე სუპერთასი და ერთხელ კოპა დელ რეიც მოიგო.  

სხვა სტატიები