Belive

ვიდალის 8-წლიანი ტრიუმფალური სერია შეწყდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა 8-წლიანინ ტრიუმფალური სერია შეწყვიტა. მას მერე, რაც კატალონიურმა გრანდმა მადრიდის "რეალთან" საჩემპიონო მარათონი დათმო და ბოლო 2 წლის განმავლობაში შენარჩუნებული ტიტული მოსისხლე მტერს გადააბარა, ჩილელმა ფეხბურთელმა ბოლო 9 წელიწადში პირველად, ქვეყნის ჩემპიონის მედალი ვერ მოიპოვა. ბოლოს, როცა 33 წლის ფეხბურთელი შიდა ჩემპიონატის გამარჯვებული ვერ გახდა, 2011 წელი იყო. მაშინ ვიდალი ლევერკუზენის "ბაიერში" თამაშობდა, მას მერე კი 4-ჯერ ბუნდესლიგა ("ბაიერნი"), 3-ჯერ სერია A ("იუვენტუსი") და 2-ჯერ ლა ლიგა ("ბარსელონა") მოიგო. ამ სეზონში, ყველა ტურნირზე არტურომ 42 მატჩში 8 ბურთი შეაგდო, 3-ჯერ კი გატანაში თანაგუნდელებს დაეხმარა.

სხვა სტატიები