Belive

ლიონის ყოფილი ფეხბურთელი: "ბენზემა ანრიზე სრულყოფილია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიონის ყოფილმა ფეხბურთელმა სიდნეი გოვუმ "რეალის" 9-იანი კარიმ ბენზემა ლეგენდარულ ტიერი ანრის შეადარა. 40 წლის ფრანგმა განაცხადა, რომ მისთვის ბენზემა უფრო შემდგარი და სრულყოფილი მოთამაშეა.
"ვფიქრობ, კარიმი, მეტწილად, ანრის დონეზეა. ტიერიმ ნამდვილად ძალიან გამაოცა არამხოლოდ სისწრაფით, არამედ ბურთთან ერთად მისი მოქმედებებით. თუმცა, ბენზემა უფრო სრულყოფილია. ის ყოველთვის ტოპ ფეხბურთელი იყო. თუ ფეხბურთი გიყვარს, შეუძლებელია, რომ კარიმი არ გიყვარდეს. "რეალში" კარიერის დასაწყისში მას ცოტა სირთულეები ჰქონდა, თუმცა თავი ყველაფერს გაართვა. კრიშტიანუს წასვლის შემდეგ ახალი პასუხისმგებლობები შეემატა, ის ნამდვილი ლიდერია," - ამბობს გოვუ.
   

სხვა სტატიები