Belive

87 წლის ასაკში ბარსელონას პრეზიდენტი გარდაიცვალა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ყოფილი და ლეგენდარული პრეზიდენტი, ხოსეპ ლუის ნუნიესი გარდაიცვალა.  ნუნიესი "ბლაუგრანას" 22 წლის განმავლობაში, 1978-2000 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ მონაცემებით, ის რეკორდსმენია. მისი პრეზიდენტობის დროს, კატალონიელებმა 7-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის თასი, 2-ჯერ ესპანეთის ლიგის თასი, 5-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 4-ჯერ თასების მფლობელთა თასი, 2-ჯერ ევროპის სუპერ თასი და ერთხელ, კლუბის ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.  ხოსეპ ლუის ნუნიესის დროს გაიხსნა "ლა მასია".

სხვა სტატიები