Belive

შმეიხელების დინასტია მანჩესტერში? - სულშერს ყოფილი თანაგუნდელის შვილი სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" შმეიხელების დინასტია შეიქმნას. "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელები დავიდ დე ხეას არასტაბილურმა თამაშმა დააფიქრა. ისინი ესპანელი მეკარის გასხვისებას და მის ნაცვლად, ლეგენდარული პეტერ შმეიხელის ვაჟის, კასპერ შმეიხელის დამატებაზე ფიქრობენ. The Sun-ის ინფორმაციით, ოლე გუნარ სულშერს ყოფილი თანაგუნდელის შვილის შესაძენად სერიოზული თანხის დახარჯვა მოუწევს, რადგანაც დანიის ნაკრების კარის დარაჯის კონტრაქტი "ლესტერთან" ძალაში კიდევ 3 წლითაა.

No description available.
"იუნაიტედს" დინ ჰენდერსონის დაბრუნებაც შეუძლია, რომელიც "შეფილდში" იჯარის წესით ჰყავს გაშვებული და ვინც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, თუმცა ნორვეგიელი სპეციალისტი თვლის, რომ მას საკმარისი გამოცდილება ჯერ კიდევ არ აქვს. თავის მხრივ, 23 წლის გოლკიპერს გაისად, ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს და ამისთვის მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. უმცროსმა "შმეხილემა" კარიერა მამის ბოლო კლუბში, "მანჩესტერ სიტიში" დაიწყო, შემდეგ ინგლისის ქვედა დივიზიონების რამდენიმე კლუბში იყო განათხოვრებული, 2011 წლიდან კი "მელიების" კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, გუნდის კაპიტანია და 2016 წელს პრემიერლიგის გამარჯვებულიც გახდა. რაც შეეხება პეტერს, მან კარიერის უდიდესი ნაწილი, 8 წელი "მანჩესტერში" გაატარა, 5-ჯერ პრემიერლიგა, 3-ჯას ასოციაციის თასი, ერთხელ ლიგის თასი, 4 სუპერთასი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
No description available.

სხვა სტატიები