Belive

88 "სთორი" 24 საათში - მანჩესტერში არსებული დაძაბულობა პოგბას არ ადარდებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედში" შექმნილი დაძაბული სიტუაცია და მის გარშემო აგორებული სკანდალები - პოლ პოგბას Instagram-ზე აქტიურობაში ხელს არ უშლის. "წითელი ეშმაკების" ფრანგმა ვარსკვლავმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, Instagram-ზე 88 დღის ამსახველი პოსტი, იგივე "სთორი" განათავსა. პოლ პოგბა შვებულების დღეებს აშშ-ში ატარებს. ნიუ-იორკში გატარებული დროის ამსახველი კადრები პოგბამ საკუთარ Instagram-ზე განათავსა. პოლ პოგბა ერთ-ერთი სამხრეთ ამერიკელი მომღერლის კონცერტს დაესწრო, მან ასევე მიიღო საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა და სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშისთვისაც მოიცალა - ამ ყველაფრის ამსახველი კადრები კი საკუთარ Instagram-ზე განათავსა. "მანჩესტერ იუნაიტედის" წინა სასეზონო ვარჯიშები 1 კვირაში განახლდება და პოგბა იძულებული გახდება კერინგტონის სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდეს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოგბას გაფორმებით "რეალი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან.

სხვა სტატიები