Belive

დავიდ სილვა სერია A-ს უახლოვდება - ესპანელმა პირობა წამოაყენა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანელმა ნახევარმცველმა დავიდ სილვამ შესაძლოა, კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს. "მანჩესტერ სიტის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის გადაბირება "ლაციოს" სურს. 34 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით უშუალოდ "არწივების" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტოა დაინტერესებული. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ინფორმაციით, სილვასთან კონტრაქტის გაფორმების საკმაოდ მაღალი ალბათობა არსებობს, თავად ფეხბურთელის პირობა ყოველწლიური ანაზღაურების სახით 3 მილიონი ევროს და დამატებით ბონუსების მიღება წარმოადგენს. ესპანეთის ნაკრების ვეტერანმა "ქალაქელების" შემადგენლობაში 10 წელიწადში 13 ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ინგლისის პრემიერლიგა.

სხვა სტატიები