Belive

ლოვრენმა ზენიტში პირველივე მატჩში ტიტული მოიგო 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" აწ უკვე ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა დეიან ლოვრენმა სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" შემადგენლობაში პირველივე მატჩში ტიტულის მოგება მოახერხა. რუსეთის სუპერთასის ფინალში, "ზენიტმა" სოლომონ კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" დაამარცხა და ტიტულის მოგება შეძლო, რის მერეც, ხორვატმა ფეხბურთელმა საკუთარ Instagram-ში დაწერა: "პირველი მატჩი, პირველი ტიტული". 31 წლის უკანახაზელმა "ლივერპულში" გატარებულ 6 წელიწადში პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

 
View this post on Instagram
 

First game, first title 🏆 Well done boys 😁😁😛

A post shared by Dejan Lovren (@dejanlovren06) on

სხვა სტატიები