Belive

ლუის სუარესი: "ბარსელონაში დარჩენა მინდა, მაგრამ თუ ჩემი გაშვება სურთ, სჯობს პირადად მაცნობონ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მიუნხენის "ბაიერნთან" გამანადგურებელი ანგარიშით (2:8) მარცხის შესახებ კომენტარი გააკეთა და კატალონიურ კლუბში მისი მომავლის შესახებ ისაუბრა. "ეს იმ დღეთაგან ერთ-ერთი იყო, როცა ყველაფერი არასწორად ხდება და არაფერი გამოგდის. ჩვენ შოკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით და არ ვიცოდით თუ როგორ გამოგვესწორებინა სიტუაცია. ეს არ არის თავის გასამართლებელი საბუთი, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ ფორმატს თან თავისი უცნაურობები ახლავს და ამან ჩვენზე გავლენა მოახდინა. "ბაიერნმა" ახალ ფორმატთან ადაპტირება ჩვენზე უკეთ მოახერხა. რა თქმა უნდა, გერმანელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ვერ ვიტყვით რა მოხდებოდა თუ დაპირისპირება ორრაუნდიანი იქნებოდა.  კლუბის პრეზიდენტის სიტყვები, რომელიც პრესაში გავრცელდა, შესაძლო ცვლილებების შესახებ მოასწავებს, მაგრამ ჩემთვის კონკრეტულად არავის არაფერი უთქვამს. თუ მათ სურთ, რომ ჩვენი გზები გაიყაროს, უკეთესი იქნებოდა, ჩემთვის ეს პირადად ეცნობებინათ, რადგან მე გუნდში დარჩენა მინდა.  მე არასდროს მიჭირდა ვყოფილიყავი სათადარიგოთა სკამზე, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც გუნდში კონკურენციის არსებობა ნორმალური პროცესია. თუ ახალი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ჩემთვის თადარიგში ყოფნა უფრო სასარგებლოა, მზად ვარ ამას შევეგუო", - თქვა ურუგვაელმა თავდამსხმელმა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ევროპული პრესა აქტიურად წერს, რომ 34 წლის ფორვარდის დაბრუნება ამსტერდამის "აიაქსს" სურს, რონალდ კუმანის გეგმებში კი გამოცდილი თავდამსხმელი არ შედის.

სხვა სტატიები