Belive

9 ტრავმა 2 წელიწადში - ბარსელონას გამოუყენებელი ტალანტი

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უსმან დემბელე ისევ ტრავმირებულია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში, "ბარსელონას" მე-11 ნომერმა 24-ე წუთზე დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელებთან შეჯახების შემდეგ, ფეხი მოედანზე უხეშად დაადგა და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია. ეს ფრანგი შემტევის დაშავების პირველი შემთხვევა არ არის. მას მერე, რაც 22 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანას" რიგებს შეუერთდა, ტრავმა 9-ჯერ მიიღო:
  • 2017 წლის სექტემბერი - კუნთი (106 დღე)
  • 2018 წლის იანვარი - კუნთი (26 დღე)
  • 2018 წლის მაისი - ტერფი
  • 2019 წლის იანვარი - ტერფი (18 დღე)
  • 2019 წლის მარტი - კუნთი (26 დღე)
  • 2019 წლის მაისი - კუნთი (42 დღე)
  • 2019 წლის აგვისტო - კუნთი (34 დღე)
  • 2019 წლის სექტემბერი - ბარძაყი (3 დღე)
  • 2019 წლის ნოემბერი - ბარძაყი
მოგვიანებით, "ბარსას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაწერა: "დემბელეს მარჯვენა ბარძაყის დაზიანება აქვს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი მისი ტრავმის სიმძიმე ცნობილი გახდება". დემბელე კატალონიურმა კლუბმა სწორედ "დორტმუნდიდან" 2017 წლის ზაფხულში, 125 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა ფეხბურთელმა სრული ტალანტის გამოვლენა არასტაბილური სათამაშო დროის გამო ვერ მოახერხა. ფრანგმა "ბლაუგრანას" მაისურით 74 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 19 გოლის გატანა და 17 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები