Belive

9 წლის შემდეგ, რუნიმ ფერგიუსონი გააკრიტიკა: "ეს თვითმკვლელობა იყო"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პეპ გვარდიოლას "ბარსელონასთან" 1:3 დამარცხება "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა უეინ რუნიმ 9 წლის შემდეგ გაიხსენა და ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის ტაქტიკაც გააკრიტიკა. "ჩვენ გვარდიოლას "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი იმის გამო წავაგეთ, რომ შევეცადეთ მათთან მაღალი პრესინგი გვეთამაშა და ისინი შეგვებოჭა, რაც თვითმკვლელობის ტოლფასი აღმოჩნდა.  მახსოვს, რომ სერ ალექსმა გვითხრა: "ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ამ თამაშში შეტევას ვაპირებთ, ეს ამ კლუბის ფილოსოფიის და კულტურის ნაწილია, ამიტომ ასე უნდა მოვიქცეთ. თუმცა, ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული არ ვიყავი.  ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი გულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ ეს არ იყო სწორი მიდგომა, რადგან ჩვენ უარი ვთქვით იმ გზით თამაშზე, რომელმაც 2008 წლის ნახევარფინალში წარმატება მოგვიტანა", - თქვა ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა.
No description available.
"რუნიმ "წითელი ეშმაკები" 2017 წელს დატოვა, "ევერტონში", ამერიკულ "დი სი იუნიატედში" ითამაშა და 2020 წლის პირველი იანვრიდან "დერბი ქაუთის" მოთამაშე-მწვრთნელია.

სხვა სტატიები