90 მილიონს + კოუტინიო და რაკიტიჩი – ბარსელონას მაცდური წინადადება ნეიმარის სანაცვლოდ

კატალონიური გრანდის მესვეურები აქტიურად განიხილავენ ნეიმარის დაბრუნების შესაძლებლობას. “პსჟ”-ს ნეიმარის სანაცვლოდ მინიმუმ 200 მილიონი ევროს მიღება სურს – თუმცა “ბლაუგრანა” აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებს.

Sky Sports-ის მტკიცებით, “ბარსელონა” მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ 90 მილიონი ფუნტი გადაიხადოს და გარიგებაში ორი ვარსკვლავი ჩართოს. თანხასთან ერთად, კატალონიელებმა ფეხბურთელებისაგან შემდგარი სია გაამზადეს, რომლიდანაც “პსჟ”-ს ორი ვარსკვლავის არჩევა შეეძლება.

ფილიპე კოუტინიო, ივან რაკიტიჩი, ოსმან დემბელე, მალკოლმი და ნელსონ სემედო – ნეიმარის სანაცვლოდ “პსჟ”-ს 90 მილიონი ფუნტისა და ორი მათგანის არჩევა შეეძლება.

(120)

90 მილიონს + კოუტინიო და რაკიტიჩი – ბარსელონას მაცდური წინადადება ნეიმარის სანაცვლოდ

სტატიის ავტორი
-