Belive

გარეთ ბეილი: "წასვლა მინდა, მაგრამ რეალში ყველაფერს ართულებენ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალის" ვინგერმა გარეთ ბეილმა თქვა, რომ ის "სამეფო კლუბის" დატოვების შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობა მას წასვლის ნებას არ რთავს. "თუ პრემიერლიგიდან შემოთავაზებას მივიღებ, აუცილებლად განვიხილავ. ამ და შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაში საკმაოდ დიდი დროა და სწორედ დრო გვაჩვენებს თუ რა მოხდება მომავალში, მაგრამ გადაწყვეტილება კლუბის მისაღებია.  წინა წელს მე წასვლა ვცადე და აღმაფრთოვანებელი პროექტიც მივიღე, მაგრამ ის ვერ განხორციელდა. იყო სხვა შემთხვევებიც, როცა კლუბის დატოვება შემეძლო, მაგრამ მათ ამის ნება არ მომცეს. ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული. ისევ მაქვს მოტივაცია და ფეხბურთის თამაში მსურს, მაგრამ "რეალი" ყველაფერს აკონტროლებს. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაქვს და შემიძლია გავაგრძელო ის, რასაც ვაკეთებ. იმედია რამე გადაწყდება. მე მხოლოდ 31 წლის ვარ. ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ შესანიშნავ ფორმაში ვარ და რომ შემიძლია ფეხბურთს რაღაც კვლავ მივცე. ვნახოთ რა იქნება შემდეგში, მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაცია კლუბის ხელშია. სიმართლე გითხრათ, ისინი ყველაფერს ძალიან ართულებენ", - თქვა უელსელმა ფეხბურთელმა. ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა წინა სეზონში "ბლანკოსების" მაისური მხოლოდ 20-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები