Belive

მაკედონიის ნაკრების მთავარ მეკარეს კორონავირუსი აქვს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
​ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მეკარე სტოლე დიმიტრევსკი კორონავისურით დაინფიცირდა. "რაიო ვალეკანოს" 26 წლის გოლკიპერიმა ეროვნული გუნდის შეკრება დატოვა და მას არც სომხეთთან (2:1) მოგებულ შეხვედრაში უთამაშია. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ, ნაკრებში 34 მატჩის ჩამტარებელი მოთამაშე 25 წლის გოლკიპერით ჩაანაცვლა, რომელიც კვიპროსული "დოქსას" მაისურს ირგებს. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა უეფას ერთა ლიგის ეგიდით, 8 სექტემბერს, "დინამო არენაზე" გაიმართება.

სხვა სტატიები