ერთა ლიგის მატჩს ქართველი არბიტრები განსჯიან 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, უეფას ერთა ლიგის შეხვედრას ქართველი არბიტრი განსჯის.

ეს 7 სექტემბერს, ალმატიში მოხდება, სადაც გიორგი ყრუაშვილის სამსაჯო ბრიგადა C დივიზიონის მეორე ტურის შეხვედრას – ყაზახეთი-ბელარუსი მოემსახურება.

ყრუაშვილს ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, გიორგი ვადაჭკორიაა.

გიორგი ყრუაშვილი 2019 წელს, ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი მეორე არბიტრია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.

(70)

ერთა ლიგის მატჩს ქართველი არბიტრები განსჯიან 

სტატიის ავტორი
-