Belive

92 წლის ასაკში ჯანპიერო ბონიპერტი გარდაიცვალა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" საპატიო პრეზიდენტი, ჯანპიერო ბონიპერტი, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბონიპერტიმ 1946-61 წლებში ტურინელთა რიგებში 459 თამაში ჩაატარა, რა დროშიც 179 გოლს მოუყარა თავი, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი გახლდათ იქამდე, სანამ ალესანდრო დელ პიერომ ეს რეკორდი საკუთარ სახელს და გვარს არ დაუკავშირა. საფეხბურთო კარიერის შემდეგ ბონიპერტი საკუთარ კლუბს არაერთ ამპლუაში ემსახურებოდა. იტალიელი სხვადასხვა დროს სხვადასხვა როლში იყო წარმოდგენილი, მათ შორის იყო როგორც კლუბის დირექტორი, ასევე საპატიო პრეზიდენტი. ბონიპერტის "ბებერი ქალბატონის" წარმომადგენლები და ქომაგები ლეგენდის სტატუსს ანიჭებენ, შესაბამისად მისმა გარდაცვალებამ უამრავ იტალიელს გული დაწყვიტა.
"ძვირფასო პრეზიდენტო, "იუვენტუსის" რიგებში თქვენნაირი არავინ ყოფილა და არც არავინ იქნება. ვალში ვარ თქვენთან, ვინაიდან რომ არა თქვენ, პირადად მეც, ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ", - ასე გამოეხმაურა ალესანდრო დელ პიერო ბონიპერტის გარდაცვალებას.
აღსანიშნავია, რომ ბონიპერტი პელემ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებში დაასახელა. ბონიპერტი ასევე ევროპარლამენტის წევრად 1994-1999 წლებში მუშაობდა, ის იტალიის მემარჯვენე პარტიას Forza Italia-ს წარმოადგენდა. ბონიპერტის რამდენიმე დღეში დაკრძალავენ.