Belive

მბაპე მზადაა "პსჟ" დატოვოს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპემ "პსჟ"-ს აცნობა, რომ სეზონის ბოლოს კლუბის დატოვება სურს და კარიერის სხვა ადგილას გაგრძელებას აპირებს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი თითქოსდა კლოპის "ლივერპულის" თამაშის თაყავნისმცემელია, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მბაპე "პსჟ"-ს პრემიერ ლიგაში გადასასვლელად დატოვებს. ასევე სავარაუდოა ლა ლიგის ვარიანტი. The Times-ის ცნობით კილიან მბაპე "პსჟ"-დან წასვლას შემდეგ ზაფხულს ეცდება. "პსჟ"-თან კონტრაქტი თავდამსხმელს 2022 წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიგა 1-ის ჩემპიონებს მისი გაყიდვა მოუწევთ, სხვა შემთხვევაში მბაპეს უფასოდ დაკარგავენ. "პსჟ" უკიდრესად მონდომებულია, რომ კილიან მბაპე შეინარჩუნოს, მაგრამ "რეალი" და "ლივერპული" შესაძლოა უფრო მიმზიდველი აღმოჩნდეს ფორვარდისთვის.

სხვა სტატიები