Belive

სილვიო ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" ყოფილი პრეზიდენტი და "მონცას" ამჟამინდელი ხელმძღვანელი სილვიო ბერლუსკონი 14 სექტემბერს საავადმყოფოდან გაწერეს. თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 83 წლის ფუნქციონერს კორონავირუსი დაემართა. მისი ექიმის, ალბერტო ზანგრილოს თქმით, დაავადება ასიმპტომური იყო. ბერლუსკონი იზოლირებულად იმყოფებოდა და მოგვიანებით საავადმყოფოში მოათავსეს. მარტში ბერლუსკონიმ იტალიაში კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 10 მილიონი ევრო შესწირა. ბერლუსკონიმ "როსონერი" 1986 წელს შეიძინა, მისი მმართველობის პერიოდში, "შავ-წითლებმა" სერია B დატოვეს და 8-ჯერ ქვეყნის ჩემპიონობა და ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. 2016 წელს, ბერლუსკონიმ კლუბის საკონტროლო პაკეტი ჩინელ ინვესტორებს მიჰყიდა.

სხვა სტატიები