Belive

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი მატჩი მოვიგე, ეს შარშანდელის რეაბილიტაციაა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრინციპული მეტოქის მოსკოვის "დინამოს" დამარცხების (2:1) შემდეგ, თბილისის "ლოკომოტივის" მთვარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა. "ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებააა. ყველანაირი დატვირთვით ასეა. ჯერჯერობით ვერ ვაანალიზებ კონკრეტულ ემოციებს. დიდმა ტალღამ შემაგდო გასახდელში და ეიფორიაში ჩამაგდო. ჯერჯერობით კონკრეტული პასუხის გაცემა არ შემიძლია, მაგრამ მიხარია, რომ პატარა გამარჯვებით საქართველოს დიდი სიხარული მოვუპოვეთ. ასეთივე დიდი გამარჯვება იყო რუმინეთთან დაპირისპირება. მადლობას ვუხდი "ლოკომოტოვის" იმისთვის, რომ მომცეს საშუალება შარშანდელი უმძიმესი მარცხისთვის რეაბილიტაცია მომეხდინა. "არარატთან" მარცხის შემდეგ ბოდიში არ მომიხდია, რადგან მინდოდა ეს საქმით გამაკეთებინა. ბედნიერი ვარ, რომ წელს ქართული ფეხბურთისთვის ასეთი გამარჯვებების მოტანა შევძელით. ასეთი დონის მატჩების ჩატარება წელიწადში სულ რამდენჯერმე გვიწევს, სწორედ აქედან გამომდინარეობს ის, რომ ფეხბურთელებს მოედანზე ღელვა ეტყობათ და ერთმანეთთან ვერ საუბრობენ. ეს მეტწილად თქვენი, ჟუენალისტების დამსახურებაცაა, რომლებმაც ყველაფერი გადაფარეთ და არც კი გვაგრძნობინეთ რომ ტრიბუნაზე გულშემატკივარი არ იყო. ახლა ჩვენ უდიდეს საფეხბურთო ქვეყანაში სათამაშოდ ჩავდივართ. არც აქამდე მოსვლა მეგონა, არც წინა ეტაპის გადალახვა, არც ის რომ მეექვსე ადგილზე ვიყავით და ზევით ასვლა, გოლის გატანა და გამართული ფეხბურთის თამაში შეგვეძლო. მაგრამ ეს შევძელით და მიხარია, რომ თამაშის ხარისხი უმჯობესდება. ესპანეთში დასაკარგი არაფერი გვექნება, სჯობს მათ ინერვიულონ, რადგან უცნობ გუნდს უპირისპირდებიან. ყოველთვის აუტსაიდერის რანგში ვართ ქართული გუნდები, თუმცა მთელი გამოწვევაც სწორედ ესაა", - თქვა ჭიაბრიშვილმა.

სხვა სტატიები